საქართველო აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნაზე აქტიურად მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანულ მხარესთან რამდენიმე შეხვედრა გამართა მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების აღსადგენად.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო მუშაობენ სახმელეთო საზღვარზე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების აღდგენის საკითხზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პასუხში კითხვაზე, რომელიც უწყებას დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ დაუსვა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 14 მარტს დაიკეტა კარანტინის რეჟიმის დაწესების გამო, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ და საელჩომ უკვე გამართეს რამდენიმე შეხვედრა მოქალაქეთა გადაადგილების აღსადგენად. ბოლო შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო აქტიურად აგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანულ მხარესთან დაწესებული შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების თაობაზე. თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ამ დრომდე ძალაში რჩება“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 19 მარტიდან შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანში საჰაერო გზით გამგზავრება.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
წყარო - საქართველოს პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0