საქართველო მაიმუნის ყვავილის დიაგნოსტირებისთვის სპეციალურ ტესტებს მიიღებს

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე  - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ადამიანი 21 დღის განმავლობაში იზოლაციაში იყოს, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველო მაიმუნის ყვავილის გამოსავლენად სპეციალურ ტესტებს მიიღებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.

„მზადების რეჟიმში ვართ. ჩვენ დაკვირვება უნდა ვაწარმოოთ გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალებები, რომ დავსვათ დიაგნოზი. ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენომის სეკვენირებით დავადგინოთ ვირუსი, მოვახდინოთ მაიმუნის ყვავილის იდენტიფიცირება. ამისთვის მალე მივიღებთ სპეციალურ PCR-ტესტებს“, – განაცხადა გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქით, PCR–ტესტი ვირუსის 2-3 საათში დადგენის საშუალებას იძლევა.
სპეციალისტებს აშფოთებთ ის ფაქტი, რომ თუ ადრე ინფექცია მხოლოდ აფრიკაში გვხვდებოდა, ახლა იგი აშშ-ის, კანადის, ევროპის ქვეყნებისა და ისრაელის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. აფრიკის გარეთ ერთეული შემთხვევები ადრეც გამოვლენილა, მაგრამ ისინი დაკავშირებული იყო ან აფრიკაში მოგზაურობასთან ან იქიდან ცხოველების იმპორტთან.
მაიმუნის ყვავილის გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები. ადამიანებს შორის ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ საგნებთან შეხებით ან ბიოლოგიურ სითხეებთან (ცრემლი, სისხლი, ოფლი, ნერწყვი) კონტაქტით.
2022 წლის 22 მაისის მონაცემებით, მსოფლიოს 12 ქვეყანაში დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა. არცერთი მათგანი აფრიკაში მოგზაურობას არ უკავშირდება.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.
ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის მჭიდრო კონტაქტის და სქესობრივი კავშირის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). 1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
მაიმუნის ყვავილის დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით.
ყველა ახალი ამბავი
0