რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის თარიღი შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ადრე დაგეგმილი 25-28 მაისის ნაცვლად, 31 მაისს და 1-3 ივნისის ჩათვლით პერიოდში შეიზღუდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტეს, რიკოთის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ტრანსპორტის მოძრაობა 25-28 მაისს 24:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში უნდა შეზღუდულიყო, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამუშაოებმა გადაიწია.

„გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 31 მაისის და 1-3 ივნისის 24:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე პერიოდში აიკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0