მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Reuters/Ipsos: ბაიდენის რეიტინგი ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
თბილისი, 25 მაისი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის რეიტინგი ამ კვირაში 36%-მდე, პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა, რადგან ამერიკელები მზარდი ინფლაციით დაზარალდნენ, იუწყება სააგენტო Reuters-ი Ipsos-თან ერთობლივი გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით.
როგორც ორდღიანმა საერთო ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, ამერიკელთა 59%-ს არ მოსწონს ბაიდენის მუშაობა. გასულ კვირაში მისი რეიტინგი 42%-ს შეადგენდა, თუმცა ამ დროისათვის ის უკვე ექვსი პუნქტითაა შემცირებული.
ჯო ბაიდენის რეიტინგი გასული წლის აგვისტოს შემდეგ დაეცა 50%-ზე დაბლა და მას შემდეგ არ გაზრდილა. გამოცემის თანახმად, ეს არის შემაშფოთებელი სიგნალი იმისა, რომ დემოკრატიული პარტია 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე კონტროლის დაკარგვის გზაზეა კონგრესის ერთ პალატაზე მაინც.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის რეიტინგი მის პარტიაშიც დაეცა. თუ გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი 76% იყო, მიმდინარე კვირაში ის 72%-ს შეადგენს.
რაც შეეხება რესპუბლიკელებს, პრეზიდენტის მუშაობას მათი მხოლოდ 10% იწონებს.
როგორც Reuters-ი წერს, რაც უნდა დაბალი იყოს ბაიდენის რეიტინგი, ამ დროისათვის ის მაინც იმაზე მაღალია, ვიდრე მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის რეიტინგი იყო. 2017 წლის დეკემბერში ტრამპის რეიტინგი 33%-ს შეადგენდა.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით. ბოლო გამოკითხვაში სულ 1005 ზრდასრული პირი მონაწილეობდა, აქედან 456 დემოკრატი და 358 − რესპუბლიკელი. სანდოობის ინტერვალი (სიზუსტის საზომი) ოთხი პროცენტია.
ყველა ახალი ამბავი
0