რამდენმა თბილისელმა ისარგებლა 500-ლარიანი ვაუჩერით

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
ვაუჩერით პენსიონერები შეიძენენ მედიკამენტებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება.
თბილისი, 25 მაისი − Sputnik. სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით 17.685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა, მისით სარგებლობა 40 ათას სოციალურად დაუცველ პენსიონერს შეუძლია.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. პენსიონერებს აღნიშნული ვაუჩერის გამოყენება სხვადასხვა მედიკამენტზე წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ეს ძალიან მოქნილი და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა და როგორ შეძლებენ სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების უფასოდ მიღებას.
პროგრამის ბენეფიციარები არიან თბილისში რეგისტრირებული პენსიონერები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 200 ათასს არ აღემატება.
„იმისათვის, რომ პროგრამით ისარგებლოთ, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ ცნობას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საჭირო მედიკამენტებს მიუთითებს. შემდეგ ამას განათავსებს პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში. მოკლე ტექსტური შეტყობინებით თქვენ მიიღებთ თბილისის მერიისგან სპეციალურ კოდს და ამის შემდეგ შეძლებთ მედიკამენტების მისაღებად მიმართოთ სასურველ აფთიაქს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
„სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში იანვრიდან დღემდე მერიამ 6.120.150 ლარის ღირებულების მედიკამენტები დააფინანსა.
პროგრამით სარგებლობის მიზნით მერიაში შესულია 33.110 განცხადება, მათგან ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 30.445 მოთხოვნა.
ყველა ახალი ამბავი
0