https://sputnik-georgia.com/20220525/mkvleloba-xasursi-dakavebul-pirs-prokuraturam-brali-warudgina-266900296.html
მკვლელობა ხაშურში: პროკურატურამ დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა
მკვლელობა ხაშურში: პროკურატურამ დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა
Sputnik საქართველო
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
2022-05-25T22:15+0400
2022-05-25T22:15+0400
2022-05-25T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/96/233689673_0:45:2000:1170_1920x0_80_0_0_5ebd41b78e5cc9293e07becc4d342fd3.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარებას ედავება.შემთხვევა სოფელ ხცისში 21 მაისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის გიორგი ბლიაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 57 წლის ჯემალ პაპუაშვილს, რომელიც მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.ხაშურში 57 წლის მამაკაცი მოკლეს >>სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/96/233689673_190:0:1810:1215_1920x0_80_0_0_0733ebcb6ae659bc75416515106a7821.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა ხაშური პროკურატურა მამაკაცი ბრალდება წარდგენა გიორგი ბლიაძე ჯემალ პაპუაშვილი
მკვლელობა ხაშური პროკურატურა მამაკაცი ბრალდება წარდგენა გიორგი ბლიაძე ჯემალ პაპუაშვილი
მკვლელობა ხაშურში: პროკურატურამ დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა
22:15 25.05.2022 (განახლებულია: 23:14 25.05.2022) პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარებას ედავება.
შემთხვევა სოფელ ხცისში 21 მაისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის გიორგი ბლიაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 57 წლის ჯემალ პაპუაშვილს, რომელიც მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.