თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა პოსტი დატოვა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის აღნიშნულ თანამდებობაზე აბუთიძეს.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„იგი თანამდებობას ტოვებს და კერძო სექტორში გადასვლას აპირებს. მინდა გიორგი აბუთიძეს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ჩვენთვის ეს დიდი დანაკარგი იქნება, თუმცა გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო იქ, სადაც გადასვლას აპირებს“, – განაცხადა კალაძემ.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას თბილისის მერია უახლოეს დღეებში დაასახელებს. სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თბილისის საკრებულო დაამტკიცებს.
ყველა ახალი ამბავი
0