Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ლექსი მომიძღვნა...“ - რა აკავშირებს თათა გიორგობიანს ლაშა ბექაურთან?

© courtesy of Tata Giorgobianiთათა გიორგობიანი
თათა გიორგობიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
მომღერალი თათა გიორგობიანი ოლიმპიურ ჩემპიონზე საუბრობს.
„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა თათა გიორგობიანმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ოლიმპიურ ჩემპიონთან ლაშა ბექაურთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. კითხვაზე, ჰქონია თუ არა სპორტსმენთან სასიყვარულო ურთიერთობა, მომღერალი ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლაშამ ლექსი მიუძღვნა.
ბაბი კირკიტაძე, ლაშა ბექაური და თათა გიორგობიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ყვითელი ამბები
ვიდეო - ბაბი კირკიტაძემ და თათა გიორგობიანმა ლაშა ბექაური ვერ გაიყვეს

„ჩვენი მეგობარია, საამაყო და საქართველოსთვის სასახელო ბიჭია ლაშა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მომიძღვნა ლექსი. როგორც ჩანს, მაყურებელს მოეწონა ჩვენი წყვილი და ამ ვიდეოს შემდეგ „დაგვაწყვილეს“. ხდება ხოლმე ასე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ყოველთვის აქვს საფუძველი. ეს იყო ადამიანური პატივისცემა და მოძღვნა. დღესდღეობით ვმეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – ამბობს თათა.

ამის შემდეგ წამყვანმა გიორგი გასვიანმა გადაცემაში მიწვეულ თათა გიორგობიანის დედასაც ჰკითხა, როგორ მიიღებდა ლაშა ბექაურისა და მისი შვილის ურთიერთობას.

„აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა, ძალიან საყვარელი ბიჭია, თუ თვითონ ისურვებდნენ, რატომაც არა“, – ამბობს თათას დედა.

ყველა ახალი ამბავი
0