„ჩვენ შეძრული ვართ ახალი ამბით": ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის შტატში ტრაგედიას ეხმაურება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
სამშაბათს ტეხასის ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში სროლას ოცზე მეტი ადამიანი შეეწირა.
თბილისი, 25 მაისი − Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ტეხასის შტატში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
სამშაბათს ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში 18 წლის ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა. მედიის ცნობით, დაიღუპა 18 ბავშვი და სამი ზრდასრული ადამიანი. პოლიციამ ბოროტმოქმედის ლიკვიდაცია მოახდინა.

„ჩვენ შეძრული ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატში უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ ჩემი და თითოეული ქართველის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს“, – დაწერა პრემიერმა.

მასმედიის ცნობით, სკოლაში ცეცხლი 18 წლის სალვადორ რამოსმა გახსნა. სკოლაში მისვლამდე მან საკუთარ ბებიას ესროლა, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს და ამ დროისათვის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შემდეგ რამოსი სკოლაში თავისი პიკაპით წავიდა, გზად მას ავარიაც შეემთხვა − თხრილში ჩავარდა.
როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, თავდამსხმელს ჯავშანჟილეტი ეცვა, თან ჰქონდა პისტოლეტი, თოფი და ზურგჩანთა.
სკოლის დაცვის მცდელობა, არ შეეშვათ იგი შენობაში, წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდამსხმელი სკოლაში შევიდა, სადაც რამდენიმე კლასში უმისამართო ცეცხლი გახსნა.
ყველა ახალი ამბავი
0