მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფხენიანმა ღამით სამი რაკეტა გაუშვა: სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თავდაცვის გაძლიერება ბრძანა

© AFP 2024 / KCNA VIA KNS სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეაში
სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
თბილისი, 25 მაისი − Sputnik. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების საპასუხოდ, გასცა ბრძანება, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, ასევე მოუწოდა ფხენიანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ზედმიწევნით განხორციელებისკენ, იუწყება სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით.
პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელიც სასწრაფოდ იქნა მოწვეული ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შემდეგ. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 63 წუთს გაგრძელდა, პრეზიდენტმა მოისმინა მოხსენება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გაშვებისა და სამხრეთ კორეის ჯარების მზადყოფნის შესახებ.

„პრეზიდენტმა პრაქტიკული ზომების მიღება ბრძანა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი თავდაცვითი პოზიციისა და [ჩრდილოეთ კორეის] შეკავების შესაძლებლობის გაძლიერების შესახებ − სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეთანხმებების შესაბამისად. <...> მან ასევე გასცა ბრძანება მუდმივი მზადყოფნის შესახებ, რათა კორეის რესპუბლიკის უსაფრთხოებაში ხარვეზები არ იყოს“, − ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე დამსწრეებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება სერიოზულ პროვოკაციად შეაფასეს, რაც არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, ზრდის დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას.
„პრეზიდენტმა ბრძანა, სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ურთიერთდახმარების საფუძველზე, ჩართულ ქვეყნებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ზედმიწევნით განხორციელდეს საერთაშორისო სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ჩათვლით“, − ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეამ 25 მაისის დილის 06:00, 06:37 და 06:42 საათზე (თბილისის დროით 01:42 სთ) სუნანის რაიონიდან სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვისკენ. პირველი რაკეტა, სავარაუდოდ, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა იყო. ეს წლის დასაწყისიდან მე-17 სარაკეტო გამოცდაა ჩრდილოეთ კორეის მიერ.
ყველა ახალი ამბავი
0