წიგნის ფესტივალი Tbilisi International Book Festival 26 მაისს გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerწიგნის ბაზრობა
წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს წიგნების ფართო ასორტიმენტი ელოდება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი (Tbilisi International Book Festival) საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს სივრცეში ხუთშაბათს გაიხსნება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი 26 მაისს, 12:00 საათზე გაიხსნება და 29 მაისამდე გასტანს.
წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბს: მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური გამომცემლობებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები, მე-6 პავილიონში კი – საბავშვო წიგნები და შესაბამისი აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული იქნება როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ისე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ფოკუს-ქვეყნების პროგრამა იქნება. ფესტივალის ყურადღების ცენტრში წელს თურქეთი იქნება.
თურქეთმა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნის სტატუსი ჯერ კიდევ 2020 წელს მიღო, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო იგი ამ სტატუსით წელსაც ისარგებლებს.

„თურქეთის, როგორც ფოკუს-ქვეყნის სტენდზე 10-მდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 15-ზე მეტი ავტორი გამართავს შეხვედრას, მათ შორის იქნებიან ფირატ სუნელი და ისკანდერ პალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ფესტივალზე ბრუნდება პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებშიც ქართველი მსახიობები მათ მიერ შერჩეულ წიგნებს წარმოადგენენ.
აგრეთვე უკვე ცნობილია, რომ 2023 წელს ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა პოლონეთი იქნება. წლევანდელ ფესტივალს პოლონელი მწერლებიც ეწვევიან და ფესტივალის ბოლო დღეს, 29 მაისს თურქეთი პოლონეთს ოფიციალურად გადასცემს ფოკუს-ქვეყნის სტატუსს.
ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. ტრადიციულად ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართველი და უცხოელი გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს ელოდება წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
ყველა ახალი ამბავი
0