https://sputnik-georgia.com/20220524/saqartvelosi-qvevris-rvinis-saertasoriso-konkursi-catardeba-266868647.html
საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
Sputnik საქართველო
კონკურსზე წარმოდგენილი იქნება ღვინის 400-ზე მეტი ნიმუში.
2022-05-24T21:08+0400
2022-05-24T21:08+0400
2022-05-24T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24643/16/246431691_0:257:2722:1788_1920x0_80_0_0_f0c84c5e24133975540eae49aed7bc66.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისში მიმდინარე წლის ივნისში ქვევრის ღვინის რიგით მეექვსე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. ასევე სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.კონკურსი „ქართული ღვინის ასოციაციის“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს ნებისმიერი ქვეყნიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.საკონკურსო ნიმუშების მიღება 16 მაისს დაიწყო და 20 მაისს დასრულდა.საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. გასინჯვისას კომპანიის ანონიმურობა დაცული იქნება. გამარჯვებული ღვინოები კი 18 ივნისს დასახელდება.ქვევრის ღვინის კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს გაიმართა და იმ დროიდან ამ სახეობის ღვინის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.დღეისათვის საქართველოში ათასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავთ – მთელ მსოფლიოში ყურძნის 4 ათასი ცნობილი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმომავლობისაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24643/16/246431691_0:2:2722:2044_1920x0_80_0_0_92a6e836b0506a1a75f21367edd297fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ქვევრი ღვინო საერთაშორისო კონკურსი
საქართველო ქვევრი ღვინო საერთაშორისო კონკურსი
საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
21:08 24.05.2022 (განახლებულია: 23:38 24.05.2022) კონკურსზე წარმოდგენილი იქნება ღვინის 400-ზე მეტი ნიმუში.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისში მიმდინარე წლის ივნისში ქვევრის ღვინის რიგით მეექვსე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. ასევე სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
კონკურსი „ქართული ღვინის ასოციაციის“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს ნებისმიერი ქვეყნიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
„ნებისმიერმა, ვინც მონაწილეობას გადაწყვეტს, სანიმუშო ღვინოები უნდა წარმოადგინოს. ამასთან დაკავშირებული ვალდებულებები შემდეგია: ღვინო აუცილებლად ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ტექნოლოგიის წესების დაცვით. ასევე ღვინო გასაყიდად ბოთლში უნდა იყოს ჩამოსხმული. წარმოდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საკონკურსო ნიმუშების მიღება 16 მაისს დაიწყო და 20 მაისს დასრულდა.
საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. გასინჯვისას კომპანიის ანონიმურობა დაცული იქნება. გამარჯვებული ღვინოები კი 18 ივნისს დასახელდება.
ქვევრის ღვინის კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს გაიმართა და იმ დროიდან ამ სახეობის ღვინის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დღეისათვის საქართველოში ათასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავთ – მთელ მსოფლიოში ყურძნის 4 ათასი ცნობილი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმომავლობისაა.