https://sputnik-georgia.com/20220524/saqartveloshi-vaqcinaciis-dabali-machvenebeli-narchundeba-266863145.html
საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალ დონეზე რჩება
საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალ დონეზე რჩება
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები. 24.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-24T18:37+0400
2022-05-24T18:37+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264300642_0:0:3069:1726_1920x0_80_0_0_4c3b04b9895e95007a6c1009d0b080ab.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.533 აცრა ჩატარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე და 50 წელს ზემოთ პირებისთვისაა რეკომენდებული, 4 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.12-15 წლის წლის მოზარდებში სრულად ვაქცინირებულია 3.410 (1,92%) პირი. 16-17 წლის მოზარდებში ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული აქვს 11.263 (13,88%) ადამიანს.ვაქცინის ჩატარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებ-გვერდზე Booking.moh.gov.ge ან „ცხელ ხაზზე“ – 1522. საქართველოში ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის გავლის გარეშეცაა შესაძლებელი. ამისთვის პირს შეუძლია ნებისმიერ ვაქცინაციის პუნქტს მიმართოს.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია მცირე წყვეტის შემდეგ 6 აპრილიდან განახლდა – 5 აპრილს ქვეყანამ 250 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო.ამ დროისათვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264300642_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_f8e2f85952dd76fea21903078f4cd2f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალ დონეზე რჩება
18:37 24.05.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) ამ დროისათვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.533 აცრა ჩატარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.891.402 აცრა. ორი დოზით ვაქცინირებულია 1.266.826 ადამიანი – 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 44,1%. ე.წ. ბუსტერ-დოზა ჩატარებული აქვს 252.360 ადამიანს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე და 50 წელს ზემოთ პირებისთვისაა რეკომენდებული, 4 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.
12-15 წლის წლის მოზარდებში სრულად ვაქცინირებულია 3.410 (1,92%) პირი. 16-17 წლის მოზარდებში ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული აქვს 11.263 (13,88%) ადამიანს.
ვაქცინის ჩატარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებ-გვერდზე
Booking.moh.gov.ge ან „ცხელ ხაზზე“ – 1522. საქართველოში ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის გავლის გარეშეცაა შესაძლებელი. ამისთვის პირს შეუძლია ნებისმიერ ვაქცინაციის პუნქტს მიმართოს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია მცირე წყვეტის შემდეგ 6 აპრილიდან განახლდა – 5 აპრილს ქვეყანამ 250 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.