რიკოთის გვირაბში ღამის საათებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 25-28 მაისს 24:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0