ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© photo: Sputnik / Aleks Maknoton / გადასვლა მედიაბანკშილონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,03%-ით გამყარდა და 86,38 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,77%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 1,35%-ით გამყარდა, ვაჭრობა დაიხურა 5,82% მოგებით 100,23 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 95,92 პუნქტის ფასით, 8,62% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,25%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,23%-ით შემცირდა 85,13 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,06%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 8,84%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 14,04 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 224 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 12,86–14,18 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 5,45%-ით და ერთ აქციაზე 6,0 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 466 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,63–6,03 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 1,2%-ით შემცირდა 13,2 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 146 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 12,5–13,9 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0