https://sputnik-georgia.com/20220524/maimunis-yvavili-evropasi-266859941.html
ჯანმო: ევროპაში მაიმუნის ყვავილი შესაძლოა რეივ-დისკოთეკებიდან გავრცელდა
ჯანმო: ევროპაში მაიმუნის ყვავილი შესაძლოა რეივ-დისკოთეკებიდან გავრცელდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ევროპაში მაიმუნის ყვავილის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს ბელგიასა და ესპანეთში მოწყობილ ბოლო ორ რეივ-დისკოთეკაზე უწესრიგო... 24.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-24T17:33+0400
2022-05-24T17:33+0400
2023-07-20T15:44+0400
ჯანმო
მაიმუნის ყვავილი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_807:172:3028:1421_1920x0_80_0_0_e48194a173262e30ea1b1f34afec49c8.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ევროპაში მაიმუნის ყვავილის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს ბელგიასა და ესპანეთში მოწყობილ ბოლო ორ რეივ-დისკოთეკაზე უწესრიგო სექსუალურ კავშირებს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველმა დევიდ ჰეიმანმა, რომელიც მანამდე ჯანმოში საგანგებო ვითარებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.ექსპერტის თქმით, დაავადების გადაცემის ასეთი მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ტიპიურისგან. ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, სადაც მაიმუნის ყვავილი განსაკუთრებითაა გავრცელებული, ვირუსი ადამიანს ხშირად დაავადებული ცხოველისგან გადაეცემა.ინფექციის გადადების შესახებ კომენტარი გააკეთა ლონდონის იმპერიალ-კოლეჯის ვირუსოლოგმა მაიკ სკინერმაც. მისი თქმით, „სექსუალური აქტივობა, რაც ინტიმურ კონტაქტს გულისხმობს, მიუხედავად ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა, ზრდის ინფექციის გადადების რისკებს“.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 131 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ვირუსი ძნელად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და მოსალეობაში მისი ფართოდ გავრცელების რისკი მცირეა. ამჟამად დაავადების სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ, ჯანმოს მონაცემებით, ჩვეულებრივი ყვავილის ვაქცინა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს მაიმუნის ყვავილისგანაც.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_1365:146:3063:1420_1920x0_80_0_0_8d3b79bacb9873d4c1bd5e0e8635293d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო: ევროპაში მაიმუნის ყვავილი შესაძლოა რეივ-დისკოთეკებიდან გავრცელდა
17:33 24.05.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ევროპაში მაიმუნის ყვავილის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს ბელგიასა და ესპანეთში მოწყობილ ბოლო ორ რეივ-დისკოთეკაზე უწესრიგო სექსუალურ კავშირებს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველმა დევიდ ჰეიმანმა, რომელიც მანამდე ჯანმოში საგანგებო ვითარებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ ვიცით, რომ მაიმუნის ყვავილი შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებული ადამიანის დაზიანებულ კანთან მჭიდრო კონტაქტით და, როგორც ჩანს, სქესობრივმა კონტაქტმა გააძლიერა მისი გადადება“, — აღნიშნა ჰეიმანმა Associated Press-თან ინტერვიუში.
ექსპერტის თქმით, დაავადების გადაცემის ასეთი მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ტიპიურისგან. ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, სადაც მაიმუნის ყვავილი განსაკუთრებითაა გავრცელებული, ვირუსი ადამიანს ხშირად დაავადებული ცხოველისგან გადაეცემა.
ინფექციის გადადების შესახებ კომენტარი გააკეთა ლონდონის იმპერიალ-კოლეჯის ვირუსოლოგმა მაიკ სკინერმაც. მისი თქმით, „სექსუალური აქტივობა, რაც ინტიმურ კონტაქტს გულისხმობს, მიუხედავად ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა, ზრდის ინფექციის გადადების რისკებს“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 131 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ვირუსი ძნელად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და მოსალეობაში მისი ფართოდ გავრცელების რისკი მცირეა. ამჟამად დაავადების სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ, ჯანმოს მონაცემებით, ჩვეულებრივი ყვავილის ვაქცინა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს მაიმუნის ყვავილისგანაც.