რაზე შეთანხმდნენ ღარიბაშვილი და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტი?

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
Salesforce-ი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იყო დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტის ემი ვივერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
Salesforce – კომპიუტერული პროგრამების უზრუნველყოფის უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა 26 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდა, პროფესიონალური და კონკურენტული ადამიანური კაპიტალის მქონე საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე”, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
მთავრობის მეთაურმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემოს გასაცნობად საქართველოში მოიწვია.
როგორც შეხვედრაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.
Salesforce-ი ოპერირებს აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ისრაელში, ჩინეთში, იაპონიასა და იტალიაში, სათავო ოფისი კი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0