https://sputnik-georgia.com/20220524/es-opoziciis-lustraciaa-arcil-talakvaze-moqalaqeebis-iniciativaze-266871786.html
„ეს ოპოზიციის ლუსტრაციაა“ - არჩილ თალაკვაძე „მოქალაქეების“ ინიციატივაზე
„ეს ოპოზიციის ლუსტრაციაა“ - არჩილ თალაკვაძე „მოქალაქეების“ ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
დეპუტატმა ოპოზიციას შესთავაზა მიმართონ ერთობლივი წერილით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს, სადაც ისინი ადასტურებენ მზადყოფნას გააკეთონ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.
2022-05-24T23:41+0400
2022-05-24T23:41+0400
2022-05-24T23:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250796510_0:52:2048:1204_1920x0_80_0_0_19a7d9c6d443ce240c8fd2bf78d8481d.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის ინიციატივა არის ერთგვარი ლუსტრაცია იმის საჩვენებლად, თუ ვინ ემიჯნება საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.იოსელიანი მოუწოდებს ოპოზიციას, გაუგზავნონ ერთობლივი წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს, სადაც ისინი ადასტურებენ მზადყოფნას – გააკეთონ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. იოსელიანმა წერილის ტექსტი უკვე შეადგინა და ხვალ აპირებს ოპოზიციას წარუდგინოს.როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რეალურად იოსელიანმა ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გაახმოვანა.„ამის ქვეტექსტი გახლავთ ის, რომ ისინი არ არიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან და ოპონირებას უწევენ. ამით ისინი ამბობენ – ჩვენ ვართ თქვენი, ხელისუფლების ოპონენტები, მაგრამ არა – ქვეყნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. ამ ფონზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს.ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს დღევანდელ ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მაქსიმალური სირთულეები შეუქმნას.გასულ კვირაში ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში, ბერლინსა და ტალინში შეხვედრები გამართა. რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ მათ ქვეყნის მხარდასაჭერად იმუშავეს. შედეგად – ამ შეხვედრების შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთეს.საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანა. განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250796510_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_32ce61a8b49ae7afa22c0a789a780474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოპოზიცია ლუსტრაცია არჩილ თალაკვაძე „მოქალაქეები“ ინიციატივა
ოპოზიცია ლუსტრაცია არჩილ თალაკვაძე „მოქალაქეები“ ინიციატივა
„ეს ოპოზიციის ლუსტრაციაა“ - არჩილ თალაკვაძე „მოქალაქეების“ ინიციატივაზე
23:41 24.05.2022 (განახლებულია: 23:58 24.05.2022) დეპუტატმა ოპოზიციას შესთავაზა, მიმართონ ერთობლივი წერილით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს, სადაც ისინი ადასტურებენ მზადყოფნას – გააკეთონ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის ინიციატივა არის ერთგვარი ლუსტრაცია იმის საჩვენებლად, თუ ვინ ემიჯნება საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
იოსელიანი მოუწოდებს ოპოზიციას, გაუგზავნონ ერთობლივი წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს, სადაც ისინი ადასტურებენ მზადყოფნას – გააკეთონ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. იოსელიანმა წერილის ტექსტი უკვე შეადგინა და ხვალ აპირებს ოპოზიციას წარუდგინოს.
„ლევან იოსელიანის ინიციატივა მიუთითებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში მართლაც არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და რადიკალური დესტრუქციული ბანაკის დღის წესრიგში ყოფნა მომავალში მათი დაღუპვის ტოლფასია. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული და ნორმალური ოპოზიციური პოლიტიკა აწარმოონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რეალურად იოსელიანმა ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გაახმოვანა.
„ამის ქვეტექსტი გახლავთ ის, რომ ისინი არ არიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან და ოპონირებას უწევენ. ამით ისინი ამბობენ – ჩვენ ვართ თქვენი, ხელისუფლების ოპონენტები, მაგრამ არა – ქვეყნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. ამ ფონზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს.
ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს დღევანდელ ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მაქსიმალური სირთულეები შეუქმნას.
გასულ კვირაში ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში, ბერლინსა და ტალინში შეხვედრები გამართა. რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ მათ ქვეყნის მხარდასაჭერად იმუშავეს. შედეგად – ამ შეხვედრების შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთეს.
საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანა. განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.