ივნისიდან ბათუმის მიმართულებით დუბაიდან პირდაპირი რეისები შესრულდება

© photo: Sputnik / StringerFly Dubai
Fly Dubai  - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
დუბაიდან ბათუმის მიმართულებით ფრენას მეორე არაბული ავიაკომპანიაც გეგმავს.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ავიაკომპანია Fly Dubai არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
არაბული ავიაკომპანია რეისების განხორციელებას ივნისიდან დაიწყებს და დუბაი–ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით იფრენს ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე.
ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს აგრეთვე ავიაკომპანია Air Arabia, რომელიც ასევე აპირებს პირდაპირი რეისების შესრულებას დუბაიდან ბათუმში.
უწყების ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები გაიმართა როგორც ტურიზმის, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.
ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანია DNATA-სთან, რომელიც მილიონობით მგზავრისთვის ბათუმის ტურისტული პაკეტების შეთავაზებას აქტიურად იწყებს.
ტურიზმის სფერო კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო. ქვეყნის საჰაერო საზღვრები გასული წლის 1 თებერვალს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0