მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩხრეკა დოდონის სახლში: მოლდოვის ექს-პრეზიდენტი სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი

© photo: Sputnik / Alexey Drezhinin / გადასვლა მედიაბანკშიიგორ დოდონი
იგორ დოდონი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ეჭვმიტანილია სამშობლოს ღალატში, პასიურ კორუფციასა და უკანონო გამდიდრებაში, განაცხადა ქვეყნის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მარიანა კერპიკმა.
მანამდე მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და მოლდოვის საინფორმაციო და უშიშროების სამსახურმა ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა დაიწყეს.

„ჩხრეკა მიმდინარეობს 324-ე მუხლით (პასიური კორუფცია), 181-ე მუხლის მე-2 პუნქტით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება), 337-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე აღძრული საქმის ფარგლებში (ღალატი) და მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე მუხლის მე-2 პუნქტით (უკანონო გამდიდრება)“, — აღნიშნა კერპიკმა.

2020 წელს ყოფილმა დეპუტატმა იური რენიტამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მიიღო მოლდოვის მაშინდელმა პრეზიდენტმა დოდონმა დემოკრატიული პარტიის ლიდერისგან ვლადიმირ პლახოტნიუკისგან პაკეტი. დეპუტატის თქმით, მასში დიდი ოდენობით თანხა იდო. დაზუსტებულია, რომ შეხვედრა 2019 წლის ივნისში შედგა, რამდენიმე დღის შემდეგ პლახოტნიუკმა მოლდოვა დატოვა.
მაშინ ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და 2020 წლის ივნისში დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვა. კიშინიოვის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მაგრამ სააპელაციო პალატამ გაასაჩივრა.
ყველა ახალი ამბავი
0