COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchincev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 0,52%.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში გამოვლენილი კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევიდან თბილისში 307 დაფიქსირდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
რეგიონების მიხედვით გამოვლენილი კოვიდ-შემთხვევების მონაცემები ასეთია:
იმერეთი – 80
ქვემო ქართლი – 33
აჭარა – 31
გურია – 23
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 37
კახეთი – 31
შიდა ქართლი – 14
მცხეთა-მთიანეთი – 12
სამცხე-ჯავახეთი – 8
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10
ბოლო კვირაში ჩატარებულია 113.058 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 103.058, PCR–ტესტით – 10.568.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.657.154 შემთხვევა. ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან 1.639.674).
ბოლო კვირაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. პანდემიის დასაწყისიდან – 16.827.
ამ დროისათვის ქვეყანაში 627 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის მაჩვენებელი 0,52%-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0