გამარჯვება ხუთსეტიან შეხვედრაში: ბასილაშვილმა „როლან გაროსზე" პირველი შეხვედრა მოიგო

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
ტურნირის მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მაკენზი მაკდონალდი იქნება.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
საქართველოს პირველი ჩოგანი „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე - „როლან გაროსზე“ 22-ე ნომრად არის განთესილი. 30 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ რაუნდში ამერიკელ მაქსიმ კრესის შეხვდა და მოწინააღმდეგეს ხუთ სეტში ანგარიშით 3:6, 2:6, 7:6, 6:4, 6:4 სძლია. ქართველისა და ამერიკელი ჩოგბურთელის დაპირისპირება 3 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ორი სეტი დათმო, თუმცა თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხა. მესამე სეტი ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე 7:6 (10:8) მოიგო და თამაშში დაბრუნდა, ხოლო მეოთხე და მეხუთე სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:4 იმარჯვა.
„როლან გაროსის“ მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე კვლავ ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება, რომელმაც პირველ ტურში იტალიელი ფრანკო აგამენონე დაამარცხა. შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0