მოსკოვში ფორუმი „ახალი რეალობის ახალი მნიშვნელობები“ იმართება

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიფორუმი „ახალი რეალობის ახალი მნიშვნელობები“
ფორუმი „ახალი რეალობის ახალი მნიშვნელობები“ - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ფორუმი „ახალი რეალობის ახალი მნიშვნელობები“, რომელიც სამშაბათს იმართება Россия сегодня-ს საიტზე, „მომართულია“ იმაზე, რომ იმუშაოს დღევანდელ გამოწვევებზე და ახალი ენის შექმნაზე „მსოფლიოს ახალი კონსტრუქციის დასაწერად“, განაცხადა საერთაშორისო მედიაჯგუფ Россия сегодня-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.

„ცვლილებები შთაგვაგონებს და გვთავაზობს გამოწვევებს — გამოწვევებს ახლა მომხდარის გასააზრებლად და ახალი ენის შესაქმნელად მსოფლიოს ახალი კონსტრუქციის დასაწერად, რომელიც ჩვენ თვალწინ ჩნდება. მედიაჯგუფ Россия сегодня-ს ფორუმი „ახალი რეალობის ახალი მნიშვნელობები“ სწორედ ამ ამოცანაზეა ორიენტირებული. ვუსურვებ ყველა მონაწილეს ინტენსიურ ინტელექტუალურ მუშაობას. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია", — განაცხადა კისელიოვმა ფორუმზე.

მისი თქმით, „რუსეთი არის ქვეყანა, რომლის გლობალური მისიაა, გადაარჩინოს კაცობრიობა ცხოველურ მდგომარეობაში ჩავარდნისგან, ყველა სიმდაბლეებით გაცხოველებისგან, რაც განმანათლებლობის სულს არ ეკადრება, არ ეკადრება 21-ე საუკუნეს“.
საერთაშორისო ფორუმი „ახალი რეალობის ახალი მნიშვნელობები", რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები, ბლოგერები და მოსაზრებათა ლიდერები, ასევე ცენტრალური მედიის ხელმძღვანელები და ჟურნალისტები, მოსკოვში დღეს, 24 მაისს იმართება. ფორუმის ორგანიზატორია მედიაჯგუფი Россия сегодня, რომელიც ღონისძიებას თავის მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ატარებს.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ფორუმის მთავარ თემებს შორის არის დღევანდელობის ყველაზე მწვავე პრობლემები, როგორიცაა ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა, საინფორმაციო ომები, ორმაგი სტანდარტები ადამიანის უფლებების კონტექსტში, ფაქტჩეკინგი და ისტორიული დამახინჯებისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობა. ფორუმის ფარგლებში პრეს-ცენტრში ასევე გაიხსნა ფოტოექსპოზიცია „ახალი სიცოცხლე. დასაწყისი“, რომელიც Россия сегодня-ს ფოტოჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებს ეფუძნება. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ექსპოზიცია „რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენას“ ასახავს.
ყველა ახალი ამბავი
0