ურბნისთან მომხდარი ავარიის შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Stringerსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. გორი–ქარელის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომობილის მგზავრი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით გორისა და ქარელის საავადმოყოფოებში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0