https://sputnik-georgia.com/20220523/tavdacvis-zalebs-didgori-medevaki-gadaeca-266835330.html
თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა
თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა
Sputnik საქართველო
„დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. 23.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-23T18:00+0400
2022-05-23T18:00+0400
2022-05-23T21:26+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23780/13/237801323_0:0:1206:679_1920x0_80_0_0_8c9e817c3f4ee990cd1a5e2837e9783d.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას ნატო–საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო. მინისტრი ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს დეტალურად გაეცნო და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა.მინისტრის განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.საქართველოში სამხედრო ქარხანა „დელტას“ ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23780/13/237801323_142:0:1109:725_1920x0_80_0_0_6002dfc6216520879e395bfec2f58503.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა
18:00 23.05.2022 (განახლებულია: 21:26 23.05.2022) „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას ნატო–საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო. მინისტრი ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს დეტალურად გაეცნო და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა.
სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულებისაა, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.
მინისტრის განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.
საქართველოში სამხედრო ქარხანა „დელტას“ ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.