https://sputnik-georgia.com/20220523/saqartvelosi-arqiteqtorebi-da-mseneblebi-daajildoves-266838289.html
საქართველოში არქიტექტორები და მშენებლები დააჯილდოვეს
საქართველოში არქიტექტორები და მშენებლები დააჯილდოვეს
Sputnik საქართველო
წოდებები გადაეცათ ქართული არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
2022-05-23T19:12+0400
2022-05-23T19:12+0400
2022-05-23T23:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/17/266837235_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_75c74d7b4277edd93e2c8171f7dccc34.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს 13 წარმომადგენელს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებები მიენიჭა.შესაბამისი საპატიო სიგელები და მედლები მათ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადასცა.სხვებთან ერთად დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა საქართველოს კულტურის სამინისტროს მთავარ არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძეს.კიპაროიძის პროექტით აშენებულ ობიექტებს შორის აღსანიშნავია ნარიყალაზე აღმართული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება ასევე მიენიჭათ:საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ:აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე იმ პირებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და თავი გამოიჩინეს არქიტექტურის, ქალაქმშენებლობის და სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში, ყოველწლიურად ანიჭებს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებას.2022 წელს არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე პირების კანდიდატურები „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებების მისანიჭებლად წარმოადგინეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ, საქართველოს მშენებელთა ფედერაციამ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბიზნეს-ასოციაციამ.წყარო - ეკონომიკის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/17/266837235_78:0:1499:1066_1920x0_80_0_0_19bfeddae13b320020321f0c277ecf0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო არქიტექტორები მშენებლები დაჯილდოება ტარიელ კიპაროიძე
საქართველო არქიტექტორები მშენებლები დაჯილდოება ტარიელ კიპაროიძე
საქართველოში არქიტექტორები და მშენებლები დააჯილდოვეს
19:12 23.05.2022 (განახლებულია: 23:08 23.05.2022) წოდებები მიენიჭათ ქართული არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს 13 წარმომადგენელს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებები მიენიჭა.
შესაბამისი საპატიო სიგელები და მედლები მათ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადასცა.
სხვებთან ერთად დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა საქართველოს კულტურის სამინისტროს მთავარ არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძეს.
„ტარიელ კიპაროიძემ ეს წოდება მიიღო ქართული არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
კიპაროიძის პროექტით აშენებულ ობიექტებს შორის აღსანიშნავია ნარიყალაზე აღმართული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება ასევე მიენიჭათ:
საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ:
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე იმ პირებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და თავი გამოიჩინეს არქიტექტურის, ქალაქმშენებლობის და სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში, ყოველწლიურად ანიჭებს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებას.
2022 წელს არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე პირების კანდიდატურები „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებების მისანიჭებლად წარმოადგინეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ, საქართველოს მშენებელთა ფედერაციამ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბიზნეს-ასოციაციამ.