მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიუ-იორკში ჩვილ ბავშვთა საკვების დეფიციტია: გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

© Pixabay / tung256ბავშვი რძის ბოთლით ხელში
ბავშვი რძის ბოთლით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ შეერთებულ შტატებში ჩვილ ბავშვთა საკვების დეფიციტის გამო, იუწყება მერიის ოფიციალური საიტი nyc.gov.

„ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა ხელი მოაწერა საგანგებო აღმასრულებელ ბრძანებას №98, რომელიც ქალაქში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ჩვილ ბავშვთა კვების დეფიციტის გამო. ეს ბრძანება ნიუ-იორკის მომხმარებელთა და მუშაკთა დაცვის დეპარტამენტს აძლევს უფლებას, თავიდან აიცილოს საკვებზე ფასების ზრდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ცნობით, „ეს კეთდება იმის გამო, რომ შეერთებული შტატები მთელი ქვეყნის მასშტაბით აწყდება ჩვილ ბავშვთა საკვების დეფიციტს Abbott Nutrition-ის დროებითი დახურვის გამო, რომელიც ბავშვთა კვების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაში“.
მერ ადამსის თქმით, აღნიშნული ბრძანება ხელს შეუწყობს ზომების მიღებას „ნებისმიერი საცალო მოვაჭრის წინააღმდეგ, რომელიც მოისურვებს ისარგებლოს ამ კრიზისით“ და პროდუქტზე ფასს გაზრდის.
ნიუ-იორკის მერმა დედებსა და ოჯახებს აღუთქვა, რომ ქალაქი ამ პერიოდში „ყველაფერს გააკეთებს“ მათ დასახმარებლად.
მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ სამხედრო სატრანსპორტო ავიაციამ შეერთებულ შტატებში ახალშობილებისთვის დეფიციტური საკვების სასწრაფო შეტანა დაიწყო ევროპიდან.
ჩვილ ბავშვთა საკვების დეფიციტი, რომელიც აშშ-ის ბაზრის საჭიროების 40-50%-ს მოიცავს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მარეგულირებლებმა Abbott-ის საწარმოო ხაზი დახურეს. მარეგულირებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ კომპანიის პროდუქტი დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით იყო დაბინძურებული.
როგორც თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა ბრაიან დიზმა განაცხადა, Abbott-ი წარმოების განახლებას დაახლოებით ერთ თვეში გეგმავს. მისი თქმით, ბავშვთა კვების ბაზრის 90%-ს სამი კომპანია აკონტროლებს და ის მოსახლეობას მის დემონოპოლიზაციას დაჰპირდა.
ყველა ახალი ამბავი
0