https://sputnik-georgia.com/20220523/saertasoriso-savaluto-fondi-saqartvelos-dinansur-daxmarebas-hpirdeba-266841431.html
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება
Sputnik საქართველო
პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით.
2022-05-23T21:35+0400
2022-05-23T21:35+0400
2022-05-23T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/17/266840359_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80f5e5b2fc4eb71a51250f03c75dbca7.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკის საკითხები განიხილეს დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.სსფ-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა შედგა ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში.ღარიბაშვილმა განაცხადა ასევე, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით.„ქვეყნის რეფორმების მხარდასაჭერად სიფრთხილის პრინციპებზე დაფუძნებულ სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის მომზადების ბოლო ეტაპზე ვიმყოფებით“, – დაწერა გეორგიევამ Twitter-ზე.გარდა ამისა, საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ქვეყანა შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.საქართველოს თანამშრომლობა სსფ-თანსაქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.ახალი შეთანხმების თანახმად, გადარიცხვები პროგრამის მიხედვით შეადგენს 289 მლნ დოლარს (210 მლნ SDR). ეს თანხა საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის 100%-ია.ახალი სამწლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.პროგრამის განხორციელება რომ დაიწყოს, ის ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/17/266840359_70:0:1238:876_1920x0_80_0_0_be281b93ff850a35a67f9e4202fb3ddb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საერთაშორისო სავალუტო ფონდი სსფ კრისტალინა გეორგიევა საქართველო დახმარებას ირაკლი ღარიბაშვილი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი სსფ კრისტალინა გეორგიევა საქართველო დახმარებას ირაკლი ღარიბაშვილი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება
21:35 23.05.2022 (განახლებულია: 23:31 23.05.2022) პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკის საკითხები განიხილეს დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
სსფ-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა შედგა ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს მომავალ პარტნიორობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მადლობელი ვარ საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის, რომელთა მიზანიც რეგიონის ფინანსურ ჰაბად საქართველოს ტრანსფორმაციაა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების დაჩქარების პერსპექტივით“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ის თავის ოფიციალურ გვერდზე.
ღარიბაშვილმა განაცხადა ასევე, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით.
„ქვეყნის რეფორმების მხარდასაჭერად სიფრთხილის პრინციპებზე დაფუძნებულ სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის მომზადების ბოლო ეტაპზე ვიმყოფებით“, – დაწერა გეორგიევამ Twitter-ზე.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ქვეყანა შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
საქართველოს თანამშრომლობა სსფ-თან
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
ახალი შეთანხმების თანახმად, გადარიცხვები პროგრამის მიხედვით შეადგენს 289 მლნ დოლარს (210 მლნ SDR). ეს თანხა საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის 100%-ია.
ახალი სამწლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.
პროგრამის განხორციელება რომ დაიწყოს, ის ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.