სხეულზე სიბერის სუნი 40 წლიდან ჩნდება: როგორ მოვიშოროთ ასაკობრივი „არომატი“

© Pexels / Ari Robertsქალის სხეული
ქალის სხეული  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ხანდაზმული ადამიანის სუნი ხშირად ასოცირდება ცუდ ჰიგიენასთან, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს კანში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გამოყოფის შედეგია, რაც ასაკის მატებასთან ერთად ძლიერდება. მათი ნაშრომი გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Science Direct.
მკვლევარების თქმით, რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მისი ორგანიზმი მით უფრო მეტ ასეთ ნივთიერებას გამოიმუშავებს. სიბერის სუნი გაჩენას არც ისე ხანდაზმულ ასაკში — 40 წლიდან იწყებს.
კვლევის თანახმად, წლების განმავლობაში კანზე 2-ნონენალი (2-Nonenal) ყალიბდება. ეს არის ქიმიური ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ომეგა-7 უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის დროს და იძლევა დამახასიათებელ სუნს. ამ ნაერთის შემცველობის ზრდა პირდაპირ კავშირშია დაბერებასთან, აღნიშნავენ იაპონელი მეცნიერები.
დაახლოებით 40 წლის ასაკში როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში კანი იწყებს მეტი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას, რადგან მისი ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დაცვა თანდათან უარესდება. ამ ქიმიურ პროცესს ასევე შეიძლება შეუწყოს ხელი ჰორმონალურმა ცვლილებებმა, მაგალითად, მენოპაუზამ.
რძიანი ფაფა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2019
რატომ უნდა სვან რძე ასაკოვანმა ადამიანებმა – მოულოდნელი ეფექტი
გამომდინარე იქიდან, რომ 2-ნონენალი წყალში არ იხსნება, ის კანს შეიძლება საფუძვლიანი დაბანის შემდეგაც არ მოშორდეს. ამიტომაც სუნი სხეულზეც რჩება და ქსოვილებზეც, ჰიგიენური პროცედურებისა და რეცხვის შემდეგაც კი.
თუმცა, როგორც გამოცემა Aging Care წერს, ასაკობრივი სუნის მინიმუმამდე დაყვანა მაინც შესაძლებელია. ამაში ჯანსაღი ცხოვრების წესი და კარგი ჰიგიენა შეიძლება დაგეხმაროთ. ეს მოიცავს რეგულარულ ვარჯიშს, მოწევასა და ჭარბ ალკოჰოლზე უარს, სწორ კვებას, წყლის ბალანსის შენარჩუნებას, სხეულისა და პირის ღრუს ჰიგიენას.
გარდა ამისა, არსებობს სხვა გზაც. როგორც კანის მოვლის ერთ-ერთი იაპონური ბრენდი ირწმუნება, აღმოაჩინა მცენარეული კომბინაცია, რომელიც ნონენალის სუნს ებრძვის. საუბარია ხურმასა და მწვანე ჩაიზე.
ბრენდის სპეციალისტების თქმით, ხურმის ექსტრაქტში შემავალი ტანინები ხელს უწყობს 2-ნონენალის დაშლასა და გამოდევნას, ხოლო იაპონურ მწვანე ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები კანის დეტოქსიკაციას ახდენს და დეზოდორაციის ეფექტს ახანგრძლივებს.
ყველა ახალი ამბავი
0