მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოპოზიციის აქცია ერევნის მეტროში: პოლიციამ 15 კაცი დააკავა - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. სომხეთში მოძრაობა „წინააღმდეგობის“ აქტივისტები ერევნის მეტროში დილიდან მართავენ საპროტესტო აქციებს.
სტუდენტური მოძრაობა „ახალგაზრდობის ხმის“ წარმომადგენლებმა მეტროს ერთ-ერთ ცენტრალურ სადგურ „ერითასარდაკანში“ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ვაგონების კარებში დასხდნენ ისე, რომ მატარებელმა დაძვრა ვერ შეძლო.
აქცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც სტუდენტებმა მატარებელს არცახის (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება - რედ.) დროშა მიამაგრეს და მომდევნო სადგურამდე გაემგზავრნენ. მთელი გზა ვაგონში ისმოდა შეძახილი „ნიკოლი მოღალატე!“
პოლიციამ აქციის მონაწილეები სადგურ „რესპუბლიკის მოედანზე“ დააკავა. დეპუტატი არიგნაზ მანუკიანი, რომელიც ასევე მონაწილეობდა აქციაში, ცდილობდა გაეგო, რის საფუძველზე დააკავეს და სად გადაჰყავდათ აქტივისტები, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციამ მის შეკითხვებს არ უპასუხა.
სომხური ოპოზიცია ერევანში პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს 2 მაისიდან მართავს. აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას სახელმწიფოებრიობის დაკარგვით ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0