Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა საკუთარ სახლში რეალითი შოუ გადაიღეს

© AFP 2024 / ANGELA WEISSპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
კომპანია Netflix გამოუშვებს დოკუმენტურ სერიას რეალითი შოუს ელემენტებით პრინც ჰარის და მეგან მარკლის ცხოვრებაზე. ის გამოვა 2023 წელს, ან, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს, იტყობინება Page Six.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
ყვითელი ამბები
კოცნა სცენაზე და დაუვიწყარი ემოციები - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაბრუნდნენ
პროექტის გადაღებები სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სახლში კალიფორნიაში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, შოუს ავტორები ჰარისთან და მეგანთან ერთად ნიუ-იორკში გასული წლის სექტემბერშიც იმყოფებოდნენ.
კონკრეტულად როდის გამოჩნდება პროექტი სტრიმინგ პლატფორმაზე და წყვილის ცხოვრების რომელ სფეროებს შეეხება, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ Netflix-ი დაჟინებით მოითხოვს სერიალის გამოშვებას პრინცის ავტობიოგრაფიულ წიგნთან ერთად. ამ პროექტის გარდა, Netflix-ზე კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი უნდა გამოვიდეს პრინც ჰარის და მეგან მარკლის მონაწილეობით.
ის ფაქტი, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ითანამშრომლებდნენ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-თან, ცნობილი გახდა 2020 წლის სექტემბერში.
ყველა ახალი ამბავი
0