მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად ისტორიაში: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ისტორიაში პირველად მსოფლიოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 100 მილიონს მიაღწია, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ოფისმა (UNHCR).
UNHCR-ის მონაცემებით, ეს დიდწილად უკრაინაში და სხვა ქვეყნებში სამხედრო კონფლიქტებითაა გამოწვეული.

„ადამიანთა რიცხვმა, ვინც იძულებული გახდა გაქცევით დაეღწია თავი კონფლიქტებისთვის, ძალადობისა და დევნისთვის, ისტორიაში პირველად 100 მილიონს გადააჭარბა“, — ნათქვამია UNHCR-ის განცხადებაში.

ამასთან ზუსტდება, რომ აქედან 53 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი იმ ტერიტორიის საზღვრებში, სადაც კონფლიქტი მიმდინარეობს.
ოფისის ცნობით, 2021 წლის ბოლოსთვის ეთიოპიაში, ბურკინა ფასოში, მიანმარში, ნიგერიაში, ავღანეთსა და კონგოში ომების გამო მსოფლიოში 90 მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იყო. 2022 წელს უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო ასეთი ადამიანების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.
გაეროს ექსპერტების მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების დღიდან 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა ლტოლვილი: დაახლოებით 6-მა მილიონმა დატოვა ქვეყანა, კიდევ 8 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული დახმარება პრობლემის „პალიატივია და არა განკურნება“.
„იმისათვის, რომ ტენდენცია შეიცვალოს, საჭიროა ერთადერთი პასუხი: მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება, რათა უდანაშაულო ადამიანები არ იყვნენ იძულებული, არჩევანი გააკეთონ სახლში საშიშროებასა და გაქცევას შორის“, — განაცხადა გრანდიმ.
გაეროს მონაცემებით, 20 მაისის მდგომარეობით, 24 თებერვლიდან ქვეყნიდან წასული უკრაინელების რაოდენობა 6,4 მილიონ ადამიანს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი პოლონეთში გადავიდა — 3,46 მილიონი კაცი.
ყველა ახალი ამბავი
0