https://sputnik-georgia.com/20220523/mkvleloba-da-dawra-kaxetsi-braldebulze-zebna-gamocxadda-266842054.html
მკვლელობა და დაჭრა კახეთში: ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა
მკვლელობა და დაჭრა კახეთში: ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა სანადირო თოფით ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
2022-05-23T22:05+0400
2022-05-23T22:05+0400
2022-05-23T23:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/69/234096927_229:261:1500:976_1920x0_80_0_0_f7bc38b6eb981abafd23cb3ae9a49059.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს თელავის რაიონის სოფელ აკურაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით სანადირო თოფით ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.უწყების ცნობით, ბრალდებულმა სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.ბრალდებულ ი.გ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/69/234096927_457:264:1406:976_1920x0_80_0_0_c510636f969fd5217ffdb602f209d096.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა დაჭრა კახეთი აკურა თელავი ძებნა ბრალი წარდგენა პროკურატურა
მკვლელობა დაჭრა კახეთი აკურა თელავი ძებნა ბრალი წარდგენა პროკურატურა
მკვლელობა და დაჭრა კახეთში: ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა
22:05 23.05.2022 (განახლებულია: 23:39 23.05.2022) ბრალდებულმა სანადირო თოფით ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს თელავის რაიონის სოფელ აკურაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით სანადირო თოფით ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბრალდებულ ი.გ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.