დევნილ და ეკომიგრანტ მეწარმეებს გრანტები გადაეცემათ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. დევნილისა და ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მეწარმეებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გრანტს 29 დევნილი და ეკომიგრანტი მეწარმე მიიღებს. გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა.

„დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გასაფართოებლად საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად 7.500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ. მათ მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულება აიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2020 წლიდან ახორციელებს „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.
პროგრამა გათვლილია მოწყვლად დევნილებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65.001–100.001-ის ფარგლებში მერყეობს.
მხარდაჭერა გულისხმობს ტექნიკა-დანადგარების შეძენას არაუმეტეს 2.500 ლარის ფარგლებში. ამასთან, შესაძლებელია ერთი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ იქნეს არაუმეტეს სამი ნივთი. თითო ნივთის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 150 ლარი.
პროგრამა სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0