Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამი წელი ვცხოვრობდი ადამიანთან, ოჯახი გვქონდა, მაგრამ...“ - რა შეემთხვა ლენუკა ყიფშიძეს?

© courtesy of Lenuka Kipshidzeლენუკა ყიფშიძე
ლენუკა ყიფშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
ცნობილი მსახიობის შვილი ლენუკა ყიფშიძე აცხადებს, რომ გამძაფრებული წინათგრძნობა აქვს, მათ შორის, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც.

„სამი წელი ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი, ოჯახი გვქონდა, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენ რაღაც არ გამოგვივიდოდა. იმიტომ კი არა, რომ ეს ადამიანი არ მიყვარდა, ან ერთმანეთს ვერ ვუგებდით. პირიქით, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შინაგანად, სადღაც კუთხიდან პატარა ლენუკა მეუბნებოდა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით“, – ამბობს მოდელი ჟურნალ „თბილისელებთან“.

ლენუკა ყიფშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2020
ყვითელი ამბები
„მადლობა ღმერთს, გადავრჩი...“ – ლენუკა ყიფშიძეს ავტოავარია შეემთხვა
მისი თქმით, როცა ურთიერთობაში პრობლემებია, მაშინ ამაზე ფიქრი არ არის გასაკვირი, მაგრამ როცა კარგად ხართ და მაინც შიგნიდან რაღაც არ გასვენებს, მერე ის გინგრევს ყველაფერს.

„თან, პასუხი არც მქონდა, რატომ არ უნდა გამოსულიყო. არადა, შინაგანი მე მეუბნებოდა, რომ ჩვენს მომავალს ვერ ხედავდა“, – ამბობს ლენუკა.

ყველა ახალი ამბავი
0