ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსანია

© AFP 2024 / ALEXANDER NEMENOVლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ ელექტრონული გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ის ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ (EWF) გამოკითხვა ელექტრონულად ჩაატარა.
გამოკითხვის ფორმატით საუკეთესო ძალოსანი პირველად გამოვლინდა, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.
ქართველმა ძალოსანმა ჯამში 4.750 ხმა მიიღო და მან კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა. სპორტსმენები გასული წლის შედეგების მიხედვით შეფასდნენ.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. ამასთან, ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს არაერთი რეკორდი დაამყარა.
28 წლის ქართველ სპორტსმენს საგანგებო ჯილდოს მომავალი ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ცერემონიაზე გადასცემენ. ტურნირი 27 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0