https://sputnik-georgia.com/20220523/iaponia-mudmivi-wevroba-gaeros-usisroebis-sabwosi-266824505.html
ბაიდენი მხარს უჭერს იაპონიის მუდმივ წევრობას გაეროს უშიშროების საბჭოში
ბაიდენი მხარს უჭერს იაპონიის მუდმივ წევრობას გაეროს უშიშროების საბჭოში
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ამჟამად იაპონიაში იმყოფება ვიზიტით, მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას და... 23.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-23T10:53+0400
2022-05-23T10:53+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
იაპონია
აშშ
გაერო
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265398938_0:92:3072:1820_1920x0_80_0_0_16dc42b71d3caacd0da06081105aeafd.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ამჟამად იაპონიაში იმყოფება ვიზიტით, მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას და იაპონიის სწრაფვას, გახდეს საბჭოს მუდმივი წევრი, იუწყება ტელეარხი NKH.ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან მოლაპარაკების დროს განაცხადა.გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რეგიონში ჩინეთის გაძლიერებაზე, ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის გამოცდასა და რუსეთის „სამხედრო ოპერაციაზე“ უკრაინაში.ჯო ბაიდენი იაპონიაში ვიზიტით 23 მაისს ჩავიდა. პრემიერ კიშიდასთან მოლაპარაკების დაწყებამდე იგი ასევე შეხვდა იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს.ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი ხუთ ქვეყანას აქვს: რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. უშიშროების საბჭოში ასევე შედის 10 არამუდმივი წევრი, რომლებიც ორი წლით ირჩევიან. გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლო რეფორმის, მათ შორის, მუდმივი წევრების შემადგენლობაში ცვლილებების განხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ფონზე დაიწყო.
იაპონია
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265398938_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_81aa13e09803e4f128673bce322aa641.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იაპონია , აშშ , გაერო, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონია , აშშ , გაერო, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ამჟამად იაპონიაში იმყოფება ვიზიტით, მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას და იაპონიის სწრაფვას, გახდეს საბჭოს მუდმივი წევრი, იუწყება ტელეარხი NKH.
ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან მოლაპარაკების დროს განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რეგიონში ჩინეთის გაძლიერებაზე, ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის გამოცდასა და რუსეთის „სამხედრო ოპერაციაზე“ უკრაინაში.
ჯო ბაიდენი იაპონიაში ვიზიტით 23 მაისს ჩავიდა. პრემიერ კიშიდასთან მოლაპარაკების დაწყებამდე იგი ასევე შეხვდა იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს.
ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი ხუთ ქვეყანას აქვს: რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. უშიშროების საბჭოში ასევე შედის 10 არამუდმივი წევრი, რომლებიც ორი წლით ირჩევიან. გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლო რეფორმის, მათ შორის, მუდმივი წევრების შემადგენლობაში ცვლილებების განხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ფონზე დაიწყო.