https://sputnik-georgia.com/20220523/colis-mkvlelobasi-braldebul-mamakacs-patimroba-seefarda-266839946.html
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფუძველი, მიაჩნია მოსამართლეს
2022-05-23T20:02+0400
2022-05-23T20:02+0400
2022-05-23T23:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_a2d646b7aea51ece61c2b3672f1e11f2.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში როინ მებონიამ მეუღლეს სოფო კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს.მოსამართლის თქმით, ადვოკატიც მომხრე იყო პატიმრობის შუამდგომლობის.როინ მებონიას ბრალდება გუშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მებონიას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.როგორც ადრე მისმა ადვოკატმა სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ უარყოფს და ნანობს დანაშაულს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e43f08b7de040b99ce544e535f5a77b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცოლი მკვლელობა მამაკაცი როინ მებონია სოფო კვარაცხელია პატიმრობა სასამართლო
ცოლი მკვლელობა მამაკაცი როინ მებონია სოფო კვარაცხელია პატიმრობა სასამართლო
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
20:02 23.05.2022 (განახლებულია: 23:17 23.05.2022) არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფუძველი, მიიჩნია მოსამართლემ.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში როინ მებონიამ მეუღლეს სოფო კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს.
„სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდება და დანაშაულებრივი ქმედება, მეუღლის მიმართ მკვლელობა, ორივე შემთხვევაში – ბრალდებული შერაცხადია თუ შეურაცხადი, არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფუძველი“, – განაცხადა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა.
მოსამართლის თქმით, ადვოკატიც მომხრე იყო პატიმრობის შუამდგომლობის.
როინ მებონიას ბრალდება გუშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მებონიას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც ადრე მისმა ადვოკატმა სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ უარყოფს და ნანობს დანაშაულს.