https://sputnik-georgia.com/20220523/britanuli-asociacia-fres-prodius-treid-asosieisen-qartul-mocvze-statias-aqveynebs-266842426.html
ბრიტანული ასოციაცია Fresh Produce Trade Association ქართულ მოცვზე სტატიას აქვეყნებს
ბრიტანული ასოციაცია Fresh Produce Trade Association ქართულ მოცვზე სტატიას აქვეყნებს
Sputnik საქართველო
საქართველოში მოცვის არაერთი თანამედროვე და კარგად აწყობილი მწარმოებელ-ექსპორტიორია, აღნიშნულია სტატიაში.
2022-05-23T22:25+0400
2022-05-23T22:25+0400
2022-05-23T23:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/16/252089603_0:162:3066:1887_1920x0_80_0_0_6c9c00eb3070cfe2742aab30192fa6e7.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ბრიტანულმა ასოციაცია Fresh Produce Trade Association-მა (FPC) ქართულ მოცვზე სტატია დაწერა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოცვის წარმოებისა და ექსპორტის ზრდის დიდი პერსპექტივა გააჩნია, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ასოციაციის შეფასებით, საქართველოში მოცვის არაერთი თანამედროვე და კარგად აწყობილი მწარმოებელ-ექსპორტიორი ოპერირებს.სტატიაში ავტორი მიმოიხილავს მოცვის მწარმოებელ ექვს ქართულ კომპანიას და აღნიშნავს, რომ ქართველი მომწოდებლების აზრით, მათ აქვთ რეალური პოტენციალი, გახდნენ ახალი მნიშვნელოვანი მოთამაშეები გლობალურ ბაზარზე.მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ 2024 წლისთვის საქართველოში მოცვის მთლიანი წარმოება გაშლილი იქნება 1.500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. ეს გაშენებული ტერიტორია ყოველწლიურად მინიმუმ 15.000 ტონა მოცვის მოსავალს მოიტანს.როგორც ავტორი აღნიშნავს, დიდ ბრიტანეთში მოცვის მოხმარება სულ უფრო იზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოცვის წილი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე სამჯერ გაიზარდა ღირებულების კუთხით. გაყიდვებისა და მოხმარების ზრდა განპირობებულია კენკრის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებით, საკვებსა და სასმელში გამოყენების მრავალფეროვნებით და ასევე იმით, რომ მოსახერხებელი და მარგებელი წასახემსებელია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.Fresh Produce Consortium-ის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, მოცვი მთლიანობაში მეორე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში იმპორტირებული ახალი ხილის ხუთეულში და 2011-2020 წლებში ყოველწლიურად 7%-ით იზრდება მოცულობის თვალსაზრისით.გაერთიანებულ სამეფოში ქართული მოცვის იმპორტის ზრდის შესაძლებლობების შესახებ 2022 წლის აპრილში FPC-მ მონაწილეობა მიიღო ვებინარში, რათა შეესწავლა ქართული მოცვის დიდ ბრიტანეთში ექსპორტის პოტენციალი. დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება BerryWorld-მა უზრუნველყო.ვებინარი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ბრიტანეთის უმსხვილესი კომპანიის FPC, Fresh Produce Consortium-ის ორგანიზებით გაიმართა.მოცვის ექსპორტი 2021 წელს2021 წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 2021 წელს მოცვის ექსპორტის მოცულობა 42%-ით გაიზარდა. ქვეყნიდან გავიდა 269 ტონით მეტი მოცვი და ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 1,7 მლნ დოლარით (45%) გაიზარდა.2021 წელს მოცვის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (842 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (26,4), უკრაინაში (21,1), გერმანიაში (10,9), ბულგარეთში (4,6), სომხეთში (4,0), კატარში (2,9), მალაიზიაში (1,1), მოლდოვაში (0,9), სიანგანში (0,8), ბაჰრეინსა (0,8) და ლიბანში (0,3).წყარო - Fresh Produce Trade Association
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/16/252089603_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_cf3000b0f9f0983ed3d90e6429dd6803.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრიტანული ასოციაცია fresh produce trade association ქართული მოცვი სტატია
ბრიტანული ასოციაცია fresh produce trade association ქართული მოცვი სტატია
ბრიტანული ასოციაცია Fresh Produce Trade Association ქართულ მოცვზე სტატიას აქვეყნებს
22:25 23.05.2022 (განახლებულია: 23:45 23.05.2022) საქართველოში მოცვის არაერთი თანამედროვე და კარგად აწყობილი მწარმოებელ-ექსპორტიორია, აღნიშნულია სტატიაში.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ბრიტანულმა ასოციაცია Fresh Produce Trade Association-მა (FPC) ქართულ მოცვზე სტატია დაწერა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოცვის წარმოებისა და ექსპორტის ზრდის დიდი პერსპექტივა გააჩნია, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასოციაციის შეფასებით, საქართველოში მოცვის არაერთი თანამედროვე და კარგად აწყობილი მწარმოებელ-ექსპორტიორი ოპერირებს.
სტატიაში ავტორი მიმოიხილავს მოცვის მწარმოებელ ექვს ქართულ კომპანიას და აღნიშნავს, რომ ქართველი მომწოდებლების აზრით, მათ აქვთ რეალური პოტენციალი, გახდნენ ახალი მნიშვნელოვანი მოთამაშეები გლობალურ ბაზარზე.
მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ 2024 წლისთვის საქართველოში მოცვის მთლიანი წარმოება გაშლილი იქნება 1.500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. ეს გაშენებული ტერიტორია ყოველწლიურად მინიმუმ 15.000 ტონა მოცვის მოსავალს მოიტანს.
„ქვეყანა, რომელიც სულ უფრო მეტი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობას ავითარებს, დიდ შესაძლებლობას აძლევს გაერთიანებული სამეფოს მყიდველებს, იმპორტიორებს, საბითუმო მოვაჭრეებს, დისტრიბუტორებსა და საცალო მოვაჭრეებს, გააუმჯობესონ ხარისხიანი მოცვის შეძენა მთელი მსოფლიოდან“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, დიდ ბრიტანეთში მოცვის მოხმარება სულ უფრო იზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოცვის წილი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე სამჯერ გაიზარდა ღირებულების კუთხით. გაყიდვებისა და მოხმარების ზრდა განპირობებულია კენკრის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებით, საკვებსა და სასმელში გამოყენების მრავალფეროვნებით და ასევე იმით, რომ მოსახერხებელი და მარგებელი წასახემსებელია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.
Fresh Produce Consortium-ის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, მოცვი მთლიანობაში მეორე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში იმპორტირებული ახალი ხილის ხუთეულში და 2011-2020 წლებში ყოველწლიურად 7%-ით იზრდება მოცულობის თვალსაზრისით.
გაერთიანებულ სამეფოში ქართული მოცვის იმპორტის ზრდის შესაძლებლობების შესახებ 2022 წლის აპრილში FPC-მ მონაწილეობა მიიღო ვებინარში, რათა შეესწავლა ქართული მოცვის დიდ ბრიტანეთში ექსპორტის პოტენციალი. დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება BerryWorld-მა უზრუნველყო.
ვებინარი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ბრიტანეთის უმსხვილესი კომპანიის FPC, Fresh Produce Consortium-ის ორგანიზებით გაიმართა.
მოცვის ექსპორტი 2021 წელს
2021 წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 2021 წელს მოცვის ექსპორტის მოცულობა 42%-ით გაიზარდა. ქვეყნიდან გავიდა 269 ტონით მეტი მოცვი და ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 1,7 მლნ დოლარით (45%) გაიზარდა.
2021 წელს მოცვის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (842 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (26,4), უკრაინაში (21,1), გერმანიაში (10,9), ბულგარეთში (4,6), სომხეთში (4,0), კატარში (2,9), მალაიზიაში (1,1), მოლდოვაში (0,9), სიანგანში (0,8), ბაჰრეინსა (0,8) და ლიბანში (0,3).