რუსმა სამხედროებმა „აზოვსტალის“ განაღმვა დაიწყეს

© Ministry of Defense of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. რუსეთის შეიარაღებული ძალების გამნაღმველებმა მარიუპოლში ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიის განაღმვა დაიწყეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის არმიის საინჟინრო დანაყოფებმა ორ დღეში „ასზე მეტი ფეთქებადი საგანი“ გაანადგურეს.

„გამნაღმველები პოულობენ და ანეიტრალებენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებსა და ხაფანგებს, რომლებითაც ნაციონალისტებმა საწარმოსა და მის ტერიტორიაზე არსებული შენობების მთელი პერიმეტრი დანაღმეს“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.

მანამდე თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს ქარხანა „აზოვსტალის“ სრული გათავისუფლების შესახებ მოახსენა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიიდან სულ გაყვანილია უკრაინულ ბატალიონ „აზოვის“ 2439 მებრძოლი, მათ შორის მეთაური დენის პროკოპენკო. „აზოვსტალის“ ალყა 21 აპრილს დაიწყო, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ქარხანაზე შტურმის ბრძანება გააუქმა.
ყველა ახალი ამბავი
0