უცხოელი მეცნიერები ქართული მრავალხმიანობის შესწავლას შეუდგნენ

© Ministry of Culture of Georgiaანსამბლი „ბასიანი“
ანსამბლი „ბასიანი“ - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2022
გამოწერა
ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ მეცნიერები კანადიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ქართული მრავალხმიანობის შესწავლაში სხვადასხვა ქვეყნიდან გამოჩენილი მეცნიერები ჩაერთვნენ, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის მიზანია - წარმოაჩინოს ქართველი და უცხოელი ეთნომუსიკოლოგების თვალით დანახული ქართული მრავალხმიანობის თანამედროვე მდგომარეობა, მისი სამომავლო პერსპექტივები.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ პროექტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრთან ერთად განხორციელდება.
იდეის ავტორი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძეა.
© photo: GAU Georgian American University / FBქართული მრავალხმიანობა
Грузинское многоголосие - хор в национальных костюмах - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2022
ქართული მრავალხმიანობა
პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2023 წელს დასრულდება. შედეგად მომზადდება კვლევა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის თანამედროვე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივებზე.
სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე და ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის. დაინტერესებულ ქართველ მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს მასალას ელექტრონული ფორმატით.
პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ მეცნიერები კანადიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ქართული მრავალხმიანობა, რომელიც 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, ქართველი ხალხის ტრადიციული მუსიკალური კულტურისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო.
იგი წარმართული ეპოქისთვის დამახასიათებელი სინკრეტული ფორმებით გამოხატავდა თავიდან ქართველური ტომების, შემდეგ კი ქართველი ერის მსოფლშეგრძნებას, სამყაროს ხედვის თავისებურებებსა და წარმოდგენებს.
ქრისტიანულ ეპოქაში იგი განაგრძობდა სიცოცხლეს როგორც საერო ყოფისა და სასულიერო ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი და ხალხურ წარმოდგენებთან ერთად ქართველი ერის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას გამოხატავდა.
ყველა ახალი ამბავი
0