https://sputnik-georgia.com/20220522/sazareli-mkvleloba-avtobussi-advokati-dakavebulis-fsiqikur-problemebze-saubrobs-266817892.html
საზარელი მკვლელობა ავტობუსში: ადვოკატი დაკავებულის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს
საზარელი მკვლელობა ავტობუსში: ადვოკატი დაკავებულის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს
Sputnik საქართველო
ადვოკატის თქმით, თუ ბრალდება მოითხოვს პატიმრობას, დიდი ალბათობით დაცვის მხარე ამას დაეთანხმება.
2022-05-22T17:11+0400
2022-05-22T17:11+0400
2022-05-22T18:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324219_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_3401c930322f64ae8c4302fc133ef5d5.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. თბილისში, №323 ავტობუსში მომხდარი საზარელი მკვლელობისთვის დაკავებული როინ მებონიას ადვოკატი სულხან კომახიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას მოითხოვს, იუწყება „პირველია არხი“.გუშინ დღის საათებში გურამიშვილის გამზირზე 39 წლის მამაკაცმა თავის 31 წლის მეუღლეს, სოფო კვარაცხელიას ჩხუბის შემდეგ ავტობუსში ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მის სამ ბავშვს, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, შოკური მდგომარეობის გამო მედიკოსების დახმარება დასჭირდა. სოფო კვარაცხელია მშობლიურ ზუგდიდში უკვე გადაასვენეს.გაირკვა ჩხუბის მიზეზიც - თვითმხილველების მტკიცებით, ქმარმა სმს-შეტყობინების გამო იეჭვიანა. ეჭვიანობის მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. მკვლელობის ჩადენის შემდეგ მებონია ავტობუსიდან ჩავიდა და პოლიციას დაელოდა. ის ადგილზე დააკავეს.აღმკვეთ ღონისძიებას რაც შეეხება, ადვოკატის თქმით, ბრალდება მოითხოვს პატიმრობას და დიდი ალბათობით დაცვის მხარე ამას დაეთანხმება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ამ საქმეზე მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რიონ მებონიას ბრალს დღეს წარუდგენენ.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როინ მებონიას ფსიქიკურ პრობლემებზე ოჯახის ახლობლებიც საუბრობენ. მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ მან თვითმკვლელობა სცადა.რაც შეეხება მკვლელობას, მას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. პარალელურად, მიმდინარეობს ექსპერტიზა იმ ავტობუსში, სადაც მკვლელობა მოხდა. მუნიციპალურ ტრანსპორტში დამონტაჟებულმა კამერამ, სავარაუდოდ, მომხდარი ფაქტი ასახა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324219_277:0:2500:1667_1920x0_80_0_0_621586743edb87e125f0eb9f77a8f23d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა ავტობუსი ადვოკატი დაკავებული ფსიქიკური პრობლემები როინ მებონია სოფო კვარაცხელია
მკვლელობა ავტობუსი ადვოკატი დაკავებული ფსიქიკური პრობლემები როინ მებონია სოფო კვარაცხელია
საზარელი მკვლელობა ავტობუსში: ადვოკატი დაკავებულის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს
17:11 22.05.2022 (განახლებულია: 18:14 22.05.2022) ადვოკატის თქმით, თუ ბრალდება მოითხოვს პატიმრობას, დიდი ალბათობით დაცვის მხარე ამას დაეთანხმება.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. თბილისში, №323 ავტობუსში მომხდარი საზარელი მკვლელობისთვის დაკავებული როინ მებონიას ადვოკატი სულხან კომახიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას მოითხოვს, იუწყება „პირველია არხი“.
გუშინ დღის საათებში გურამიშვილის გამზირზე 39 წლის მამაკაცმა თავის 31 წლის მეუღლეს, სოფო კვარაცხელიას ჩხუბის შემდეგ ავტობუსში ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მის სამ ბავშვს, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, შოკური მდგომარეობის გამო მედიკოსების დახმარება დასჭირდა. სოფო კვარაცხელია მშობლიურ ზუგდიდში უკვე გადაასვენეს.
გაირკვა ჩხუბის მიზეზიც - თვითმხილველების მტკიცებით, ქმარმა სმს-შეტყობინების გამო იეჭვიანა. ეჭვიანობის მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. მკვლელობის ჩადენის შემდეგ მებონია ავტობუსიდან ჩავიდა და პოლიციას დაელოდა. ის ადგილზე დააკავეს.
„გაოგნებულია მომხდარით, ფაქტების აღდგენას ვერ ახერხებს, აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. შესამოწმებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვითხოვთ, რომ ექსპერტიზა დაინიშნოს და შემოწმდეს ამ ადამიანის ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული მდგომარეობა“, - განაცხადა სულხან კომახიძემ.
აღმკვეთ ღონისძიებას რაც შეეხება, ადვოკატის თქმით, ბრალდება მოითხოვს პატიმრობას და დიდი ალბათობით დაცვის მხარე ამას დაეთანხმება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ამ საქმეზე მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რიონ მებონიას ბრალს დღეს წარუდგენენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როინ მებონიას ფსიქიკურ პრობლემებზე ოჯახის ახლობლებიც საუბრობენ. მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ მან თვითმკვლელობა სცადა.
რაც შეეხება მკვლელობას, მას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. პარალელურად, მიმდინარეობს ექსპერტიზა იმ ავტობუსში, სადაც მკვლელობა მოხდა. მუნიციპალურ ტრანსპორტში დამონტაჟებულმა კამერამ, სავარაუდოდ, მომხდარი ფაქტი ასახა.