მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად ავიარეისი ქალთა ეკიპაჟმა შეასრულა

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიერ-რიადი
ერ-რიადი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2022
გამოწერა
საუდის არაბეთი სწრაფად იცვლება, პირველ რიგში ეს საზოგადოებაში ქალთა როლს შეეხო
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal იუწყება სამეფოს ისტორიაში პირველი ავიარეისის შესახებ, რომელიც მთლიანად ქალთა ეკიპაჟის მიერ შესრულდა.
„Flyadeal-მა განახორციელა საუდის არაბეთის ისტორიაში პირველი რეისი მთლიანად ქალთა ეკიპაჟის შემადგენლობით, რომლის წევრთა უმრავლესობა სამეფოს მოქალაქეები არიან“, - იუწყება ავიაკომპანია Twitter-ში, სადაც აქვეყნებს ეკიპაჟის ფოტოს, რომელის შვიდი გოგონასგან შედგება.
რეისი შესრულდა უახლესი თვითმფრინავით Airbus A320 ერ-რიადიდან ჯედას მიმართულებით, დააზუსტეს კომპანიაში.
იმ მომენტიდან, როცა სამეფოს სადავეები გადაეცა მეფეს ვაჟს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, საუდის არაბეთში სწრაფი ცვლილებები დაიწყო, პირველ რიგში ეს საზოგადოებაში ქალთა როლს შეეხო. ქალებს დართეს ნება მართონ მანქანა, ეწვიონ სტადიონებს სპორტული მატჩების საყურებლად, იმსახურონ ჯარში და პოლიციაში.
ყველა ახალი ამბავი
0