https://sputnik-georgia.com/20220522/saqartvelosi-holivudis-kinoakademiis-filiali-gaixsneba-266814242.html
საქართველოში ჰოლივუდის კინოაკადემიის ფილიალი გაიხსნება
საქართველოში ჰოლივუდის კინოაკადემიის ფილიალი გაიხსნება
Sputnik საქართველო
ეს ხელს შეუწყობს როგორც პროფესიონალი კადრების მომზადებას, ისე ქვეყნის ეკონომიკისა და ტურისტული სექტორის განვითარებას
2022-05-22T11:41+0400
2022-05-22T11:41+0400
2022-05-22T11:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
კულტურა საქართველოში
განათლება საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/59/247755972_0:137:3153:1910_1920x0_80_0_0_c4a924a5ff547922d601e2618d5662d5.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მხარდაჭერით ჰოლივუდის კინოაკადემიის (Hollywood Film Academy) პირველი ფილიალი იხსნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Marketer.აღნიშნულია, რომ საქართველოში ფილიალის გახსნაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო გადაიდო.აკადემიის წარმომადგენლის, ლინდა კიკოლაშვილის თქმით, ჰოლივუდის კინოაკადემია საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც კულტურული ღირებულებების ამაღლების თვალსაზრისით, ისე პროფესიული სწავლების კუთხით.გარდა ამისა, აკადემიაში ლექციებსა და კურსებს გაუძღვებიან წამყვანი ამერიკელი პროფესორები, რომლებიც დღემდე მოღვაწეობენ კინოინდუსტრიაში.პროექტის დაფინანსება სრულად საკუთარ თავზე აიღო სეუმ, ჰოლივუდის აკადემიის სტუდენტების სწავლება თავდაპირველად სწორედ სეუს შენობაში დაიწყება.საწყის ეტაპზე ფილიალში მოღვაწეობა დაიწყება სასერტიფიკატო კურსებით. ამას მოჰყვება საბაკალავრო პროგრამა, ხოლო მას შემდეგ, რაც აკადემიას საკუთარი სასწავლო შენობა ექნება, სამაგისტრო პროგრამის დამატებასაც განიხილავენ.აკადემიაში საბაკალავრო პროგრამის გავლა ნებისმიერ საშუალო განათლების მქონე პირს შეუძლია. ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი ქართული სექტორის ჩამოყალიბებაც იგეგმება. ხოლო კურსებზე და მასტერკლასებზე დასწრება 16 წელს ზემოთ ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.წყარო - საინფორმაციო სააგენტო Marketer.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/59/247755972_210:0:2941:2048_1920x0_80_0_0_1aafeb9f1413388b6f3ac998754cc0e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თბილისი ჰოლივუდი კინოაკადემია ფილიალი გახსნა
საქართველო თბილისი ჰოლივუდი კინოაკადემია ფილიალი გახსნა
საქართველოში ჰოლივუდის კინოაკადემიის ფილიალი გაიხსნება
ეს ხელს შეუწყობს როგორც პროფესიონალი კადრების მომზადებას, ისე ქვეყნის ეკონომიკისა და ტურისტული სექტორის განვითარებას
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მხარდაჭერით ჰოლივუდის კინოაკადემიის (Hollywood Film Academy) პირველი ფილიალი იხსნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Marketer.
Hollywood Film Academy - მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს ლოს-ანჯელესში და 2013 წელს დაარსდა. მას აქვს საერთაშორისო ფილიალები ლონდონსა და ალმათიში.
აღნიშნულია, რომ საქართველოში ფილიალის გახსნაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო გადაიდო.
აკადემიის წარმომადგენლის, ლინდა კიკოლაშვილის თქმით, ჰოლივუდის კინოაკადემია საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც კულტურული ღირებულებების ამაღლების თვალსაზრისით, ისე პროფესიული სწავლების კუთხით.
გარდა ამისა, აკადემიაში ლექციებსა და კურსებს გაუძღვებიან წამყვანი ამერიკელი პროფესორები, რომლებიც დღემდე მოღვაწეობენ კინოინდუსტრიაში.
„ჩვენ ველით სტუდენტებს როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული და ეკონომიკური თვალსაზრისით“, — ამბობს ლინდა კიკოლაშვილი.
პროექტის დაფინანსება სრულად საკუთარ თავზე აიღო სეუმ, ჰოლივუდის აკადემიის სტუდენტების სწავლება თავდაპირველად სწორედ სეუს შენობაში დაიწყება.
საწყის ეტაპზე ფილიალში მოღვაწეობა დაიწყება სასერტიფიკატო კურსებით. ამას მოჰყვება საბაკალავრო პროგრამა, ხოლო მას შემდეგ, რაც აკადემიას საკუთარი სასწავლო შენობა ექნება, სამაგისტრო პროგრამის დამატებასაც განიხილავენ.
აკადემიაში საბაკალავრო პროგრამის გავლა ნებისმიერ საშუალო განათლების მქონე პირს შეუძლია. ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი ქართული სექტორის ჩამოყალიბებაც იგეგმება. ხოლო კურსებზე და მასტერკლასებზე დასწრება 16 წელს ზემოთ ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.