https://sputnik-georgia.com/20220522/roin-mebonias-avtobussi-colis-mkvlelobis-saqmeze-brali-waredgina-266818923.html
როინ მებონიას ავტობუსში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა
როინ მებონიას ავტობუსში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მებონიას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2022-05-22T19:13+0400
2022-05-22T19:13+0400
2022-05-22T19:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096720_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3a70f74ecbf408b2813f566b3befea72.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ როინ მებონიას ბრალი წარუდგინა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფო კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ადვოკატ სულხან კომახიძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ უარყოფს და ნანობს დანაშაულს.„ძალიან ცუდ დღეშია, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს მძიმე, მანამდეც გადიოდა მკურნალობას, ჰქონდა შესაბამისი მედიკამენტები დანიშნული, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არ იღებდა. ამ ეტაპზე დანაშაულის მოტივი დაუდგენელია, ფაქტებს ვერ იხსენებს და რა მოხდა, იმის გადმოცემა სრულყოფილად არ შეუძლია“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.ადვოკატის თქმით, საქმეში დევს მუნიციპალური ტრანსპორტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, არსებობს თვითმხილველის მასალაც.„ჯერ მასალები არ მინახავს, ახლა გადმომეცა. ექსპერტიზის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ გაირკვეს, ადამიანი აცნობიერებდა თუ არა რის ჩადენაშიც ედება ბრალი. დიდი ალბათობით, ამის გაცნობიერების უნარი მას არ ჰქონდა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.„არ მომიკლა დედა": თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობას რამდენიმე ქალაქში გამოეხმაურნენ >>რაც შეეხება სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების საკითხს, ადვოკატის თქმით, ბრალდებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითხოვს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096720_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_877774beda229bcc87d78c6f6dabea3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
როინ მებონია ავტობუსი ცოლი მკვლელობა ფაქტი ბრალი წარდგენა
როინ მებონია ავტობუსი ცოლი მკვლელობა ფაქტი ბრალი წარდგენა
როინ მებონიას ავტობუსში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა
19:13 22.05.2022 (განახლებულია: 19:14 22.05.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მებონიას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ როინ მებონიას ბრალი წარუდგინა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფო კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მებონიას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ადვოკატ სულხან კომახიძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ უარყოფს და ნანობს დანაშაულს.
„ძალიან ცუდ დღეშია, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს მძიმე, მანამდეც გადიოდა მკურნალობას, ჰქონდა შესაბამისი მედიკამენტები დანიშნული, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არ იღებდა. ამ ეტაპზე დანაშაულის მოტივი დაუდგენელია, ფაქტებს ვერ იხსენებს და რა მოხდა, იმის გადმოცემა სრულყოფილად არ შეუძლია“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, საქმეში დევს მუნიციპალური ტრანსპორტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, არსებობს თვითმხილველის მასალაც.
„ჯერ მასალები არ მინახავს, ახლა გადმომეცა. ექსპერტიზის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ გაირკვეს, ადამიანი აცნობიერებდა თუ არა რის ჩადენაშიც ედება ბრალი. დიდი ალბათობით, ამის გაცნობიერების უნარი მას არ ჰქონდა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
რაც შეეხება სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების საკითხს, ადვოკატის თქმით, ბრალდებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითხოვს.