https://sputnik-georgia.com/20220522/ra-vitarebaa-qartul-cixeebsi-2022-wlis-aprilis-monacemebi-266811394.html
რა ვითარებაა ქართულ ციხეებში: 2022 წლის აპრილის მონაცემები
რა ვითარებაა ქართულ ციხეებში: 2022 წლის აპრილის მონაცემები
Sputnik საქართველო
1 აპრილისთვის პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს
2022-05-22T10:30+0400
2022-05-22T10:30+0400
2022-05-22T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f6b5c9ef9fbb71de5bcf18a5bbe4a82e.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 აპრილის მონაცემებით, 9.472 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 325 – ქალი. ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა რაოდენობა 1 აპრილისთვის 7.503-ს შეადგენდა, 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში 28 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 59 პირი იმყოფება.მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და №17 დაწესებულებაში იმყოფება.განაჩენს 2022 წლის 1 აპრილისთვის ელოდებოდა 2 ათასამდე პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 13 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 3 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 169 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებშისაქართველოს ციხეებში მოთავსებულია 45 ქვეყნის 592 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,3%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 60 უცხოელი ქალი იმყოფება.საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 19,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1006 ქალი და 56 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 299 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ირანისა და ერაყის მოქალაქეები.წყარო - სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_50ac1bf696b8e9fdc1c5aa71ebcc40db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პატიმრები მსჯავრდებულები საქართველო ციხეები 2022 წელი აპრილი მონაცემები
პატიმრები მსჯავრდებულები საქართველო ციხეები 2022 წელი აპრილი მონაცემები
რა ვითარებაა ქართულ ციხეებში: 2022 წლის აპრილის მონაცემები
1 აპრილისთვის პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 აპრილის მონაცემებით, 9.472 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 325 – ქალი. ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს. ამასთან 2.761 ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. აქედან 13 არასრულწლოვანია და 62 ქალია.
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა რაოდენობა 1 აპრილისთვის 7.503-ს შეადგენდა, 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში 28 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 59 პირი იმყოფება.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და №17 დაწესებულებაში იმყოფება.
განაჩენს 2022 წლის 1 აპრილისთვის ელოდებოდა 2 ათასამდე პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 13 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 3 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 169 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 45 ქვეყნის 592 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,3%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 60 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 19,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1006 ქალი და 56 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 299 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ირანისა და ერაყის მოქალაქეები.