ნორიოს ბაზაზე თავდაცვის ძალების ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის სწავლება ჩატარდა - ვიდეო

© Ministry of Defence of Georgia „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსი"
 „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2022
გამოწერა
წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფიც მონაწილეობდა.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის" კულმინაციური სწავლება ჩატარდა. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები, რომელსაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საერთო საჯარისო ცენტრში უმასპინძლა, 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 4 ფაზას მოიცავდა.
პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსი"
Учения Курс младших офицеров и лидеров - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2022
„უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსი"
წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა. საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა, იუწყება პრეს-სამსახური.
კურსი, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობდნენ, ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსი"
Учения Курс младших офицеров и лидеров - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2022
„უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსი"
სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების დახვეწა წარმოადგენდა.
წყარო - თავდაცვის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0