https://sputnik-georgia.com/20220522/janmo-adamianebsi-maimunis-yvavilis-letaluri-semtxvevebi-ar-dafiqsirebula-266815426.html
ჯანმო: ადამიანებში მაიმუნის ყვავილის ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა
ჯანმო: ადამიანებში მაიმუნის ყვავილის ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა
Sputnik საქართველო
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები რამდენიმე კვირაში ქრება, მაგრამ ზოგჯერ იწვევს გართულებას და არ არის გამორიცხული ლეტალური გამოსავალიც, აღნიშნეს ჯანმოში
2022-05-22T13:21+0400
2022-05-22T13:21+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264299167_0:113:3071:1840_1920x0_80_0_0_959bafc4be32563bf6555335a3b1add3.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ადამიანებში მაიმუნის ყვავილის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.ჯანმომ მიიღო ინფორმაცია ინფიცირების შემთხვევების შესახებ ორგანიზაციის 12 არაენდემური წევრი ქვეყნიდან და კიდევ 28 შემთხვევა გამოძიების პროცესშია.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები არ უკავშირდება ენდემურ ადგილებში მოგზაურობას. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა მამაკაცებში, რომლებსაც მამაკაცებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ.პორტუგალიაში აღებული ნიმუშის გენომის თანმიმდევრობამ ასევე აჩვენა ამჟამინდელი აფეთქების გამომწვევი მაიმუნის ყვავილის ვირუსის მჭიდრო კავშირი 2018 და 2019 წლებში დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სინგაპურში ნიგერიიდან იმპორტირებულ შემთხვევებთან.მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი. ინფექცია, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობას ის ადვილად გადააქვს რამდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას გართულებებიც მოჰყვება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264299167_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f3ff48eade3ee9bd304285543f9349ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო ადამიანები მაიმუნი ყვავილი გარდაცვალება შემთხვევები
ჯანმო ადამიანები მაიმუნი ყვავილი გარდაცვალება შემთხვევები
ჯანმო: ადამიანებში მაიმუნის ყვავილის ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა
13:21 22.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მაიმუნის ყვავილის სიმპტომები რამდენიმე კვირაში ქრება, მაგრამ ზოგჯერ იწვევს გართულებას და არ არის გამორიცხული ლეტალური გამოსავალიც, აღნიშნეს ჯანმოში
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ადამიანებში მაიმუნის ყვავილის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები რამდენიმე კვირაში ქრება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო გართულებები და სიკვდილიც კი. ადამიანის ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია რიგ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ესპანეთში.
ჯანმომ მიიღო ინფორმაცია ინფიცირების შემთხვევების შესახებ ორგანიზაციის 12 არაენდემური წევრი ქვეყნიდან და კიდევ 28 შემთხვევა გამოძიების პროცესშია.
„დღეისათვის ამ დაავადებასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები არ უკავშირდება ენდემურ ადგილებში მოგზაურობას. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა მამაკაცებში, რომლებსაც მამაკაცებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ.
პორტუგალიაში აღებული ნიმუშის გენომის თანმიმდევრობამ ასევე აჩვენა ამჟამინდელი აფეთქების გამომწვევი მაიმუნის ყვავილის ვირუსის მჭიდრო კავშირი 2018 და 2019 წლებში დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სინგაპურში ნიგერიიდან იმპორტირებულ შემთხვევებთან.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი. ინფექცია, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობას ის ადვილად გადააქვს რამდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას გართულებებიც მოჰყვება.