https://sputnik-georgia.com/20220522/irakli-raribasvili-davosis-msoflio-ekonomikur-forumsi-miirebs-monawileobas-266816962.html
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან
2022-05-22T15:55+0400
2022-05-22T15:55+0400
2023-07-20T15:55+0400
ეკონომიკა
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251751901_0:114:3067:1839_1920x0_80_0_0_8dcda480cc4340bd2128c8182c754a66.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში (WEF) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მუშაობას დავოსში კვირას დაიწყებს, კორონავირუსის პანდემიის გამო ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა ოფლაინ-ფორმატში 2020 წლის იანვრიდან არ გამართულა.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 22-26 მაისს გაიმართება. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს ორი ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 50 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური.WEF-ის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის თქმით, დავოსში მაისის შეხვედრა არის პირველი სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები შეხვდებიან ახალ რეალობაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიისა და უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შედეგად მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებით ხასიათდება. დავოსის ფორუმის პრიორიტეტულ საკითხებს შორის ასევე არის გლობალური და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა, ინოვაციები სხვადასხვა დარგში და კიბერუსაფრთხოება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251751901_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_ee20e89541fff1b62f16fc7e4741ab51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი wef მონაწილეობა
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი wef მონაწილეობა
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
15:55 22.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში (WEF) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მუშაობას დავოსში კვირას დაიწყებს, კორონავირუსის პანდემიის გამო ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა ოფლაინ-ფორმატში 2020 წლის იანვრიდან არ გამართულა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 22-26 მაისს გაიმართება. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს ორი ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 50 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური.
WEF-ის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის თქმით, დავოსში მაისის შეხვედრა არის პირველი სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები შეხვდებიან ახალ რეალობაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიისა და უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შედეგად მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებით ხასიათდება. დავოსის ფორუმის პრიორიტეტულ საკითხებს შორის ასევე არის გლობალური და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა, ინოვაციები სხვადასხვა დარგში და კიბერუსაფრთხოება.