https://sputnik-georgia.com/20220522/frangi-mwerali-da-dizaineri-jak-fon-palie-tbiliss-ewveva-266819457.html
ფრანგი მწერალი და დიზაინერი ჟაკ ფონ პოლიე თბილისს ეწვევა
ფრანგი მწერალი და დიზაინერი ჟაკ ფონ პოლიე თბილისს ეწვევა
Sputnik საქართველო
წიგნი, რომელსაც ფრანგი მწერალი წარადგენს, მოგვითხრობს ავტორის თავგადასავალზე, რომელიც მას 1999 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის გზებზე მოგზაურობისას გადახდა
2022-05-22T20:15+0400
2022-05-22T20:15+0400
2022-05-22T20:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/15/266800466_0:0:2964:1667_1920x0_80_0_0_23f1d11448ea9b4cc0634401762c643b.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ცნობილი ფრანგი დიზაინერი, მწერალი და ბანკირი ჟაკ ფონ პოლიე (Jacques von Polier) 24 მაისს თბილისში ფრანგულ ინსტიტუტში (Institut Français de Géorgie) შეხვედრას გამართავს.ჟაკ ფონ პოლიე წარადგენს მის მიერ 22 წლის წინ დაწერილ წიგნს „Davaï! ევრაზიის გზებზე“.წიგნი გამოსცა გამომცემლობაში Robert Lafon Publishing. ის მოგვითხრობს ავტორის თავგადასავალზე, რომელიც მას 1999 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის გზებზე მოგზაურობისას გადახდა1999 წელს დუდუ დიენმა, იუნესკოს კულტურათაშორისი პროექტების განყოფილების დირექტორმა, ჟაკ ფონ პოლიე კეთილი ნების ელჩად დანიშნა. შემდეგ ჟაკმა ჟიულიენ დელპეშთან ერთად იუნესკოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო ერთწლიან ექსპედიციაში ცენტრალურ აზიაში. 2000 წელს მან მოაწყო თავისი პირველი ფოტოგამოფენა პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში. 2010 წელს ჟაკმა ბიზნესმენ გედეონ ვეინბაუმის მხარდაჭერით მოსკოვში გამოფენა Design Exhibition მოაწყო.ჟაკ ფონ პოლიე იყო რუსული ბანკ „ტროიკა დიალოგის“ ვიცე-პრეზიდენტი და შემდეგ ფონდ „კალჩუგას“ დირექტორი (600 მილიონი ევროს ინვესტიციით).2009 წელს მან შეიძინა საათის ქარხანა „რაკეტა“, რომელიც აღჭურვილი იყო 24-საათიანი ციფერბლატით და საბჭოთა კოსმონავტების მიერ კოსმოსში იყო წაღებული.ამის შემდეგ, ახალზელანდიელ ბიზნესმენ დევიდ ჰენდერსონ-სტიუარტთან პარტნიორობით, რომელიც ხელმძღვანელობდა Petrodvorets Watch Factory-ის დიზაინისა და შემოქმედების განყოფილებას, მან ბრენდის რეკონსტრუქცია მოახდინა და ამ ისტორიული ბრენდის საათები გამოუშვა.2012 წელს პოლიე მონაწილეობდა უკრაინულ სატელევიზიო სერიალში „პრინცს სურს გაგეცნოთ“, რომელიც „1+1“ არხზე გადიოდა.2018 წელს პოლიეს როგორც პეტერბურგის ყველაზე გავლენიან ფიგურას მიენიჭა პრემია ნომინაციაში „მოდა". ფრანგი რუსეთში 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.2018 წელს ჟაკ ფონ პოლიე გავიდა „რაკეტას“ რესტრუქტურიზაციისა და რებრენდინგის პროექტიდან. საწარმოს პრესსამსახურში მიზეზების შესახებ არ საუბრობენ.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/15/266800466_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_256f6e194469fddcc65df153c730600f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფრანგი მწერალი დიზაინერი ჟაკ ფონ პოლიე თბილისი ვიზიტი
ფრანგი მწერალი დიზაინერი ჟაკ ფონ პოლიე თბილისი ვიზიტი
ფრანგი მწერალი და დიზაინერი ჟაკ ფონ პოლიე თბილისს ეწვევა
წიგნი, რომელსაც ფრანგი მწერალი წარადგენს, მოგვითხრობს ავტორის თავგადასავალზე, რომელიც მას 1999 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის გზებზე მოგზაურობისას გადახდა
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ცნობილი ფრანგი დიზაინერი, მწერალი და ბანკირი ჟაკ ფონ პოლიე (Jacques von Polier) 24 მაისს თბილისში ფრანგულ ინსტიტუტში (Institut Français de Géorgie) შეხვედრას გამართავს.
ჟაკ ფონ პოლიე წარადგენს მის მიერ 22 წლის წინ დაწერილ წიგნს „Davaï! ევრაზიის გზებზე“.
წიგნი გამოსცა გამომცემლობაში Robert Lafon Publishing. ის მოგვითხრობს ავტორის თავგადასავალზე, რომელიც მას 1999 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის გზებზე მოგზაურობისას გადახდა
1999 წელს დუდუ დიენმა, იუნესკოს კულტურათაშორისი პროექტების განყოფილების დირექტორმა, ჟაკ ფონ პოლიე კეთილი ნების ელჩად დანიშნა. შემდეგ ჟაკმა ჟიულიენ დელპეშთან ერთად იუნესკოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო ერთწლიან ექსპედიციაში ცენტრალურ აზიაში. 2000 წელს მან მოაწყო თავისი პირველი ფოტოგამოფენა პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში. 2010 წელს ჟაკმა ბიზნესმენ გედეონ ვეინბაუმის მხარდაჭერით მოსკოვში გამოფენა Design Exhibition მოაწყო.
ჟაკ ფონ პოლიე იყო რუსული ბანკ „ტროიკა დიალოგის“ ვიცე-პრეზიდენტი და შემდეგ ფონდ „კალჩუგას“ დირექტორი (600 მილიონი ევროს ინვესტიციით).
2009 წელს მან შეიძინა საათის ქარხანა „რაკეტა“, რომელიც აღჭურვილი იყო 24-საათიანი ციფერბლატით და საბჭოთა კოსმონავტების მიერ კოსმოსში იყო წაღებული.
ამის შემდეგ, ახალზელანდიელ ბიზნესმენ დევიდ ჰენდერსონ-სტიუარტთან პარტნიორობით, რომელიც ხელმძღვანელობდა Petrodvorets Watch Factory-ის დიზაინისა და შემოქმედების განყოფილებას, მან ბრენდის რეკონსტრუქცია მოახდინა და ამ ისტორიული ბრენდის საათები გამოუშვა.
2012 წელს პოლიე მონაწილეობდა უკრაინულ სატელევიზიო სერიალში „პრინცს სურს გაგეცნოთ“, რომელიც „1+1“ არხზე გადიოდა.
2018 წელს პოლიეს როგორც პეტერბურგის ყველაზე გავლენიან ფიგურას მიენიჭა პრემია ნომინაციაში „მოდა". ფრანგი რუსეთში 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
2018 წელს ჟაკ ფონ პოლიე გავიდა „რაკეტას“ რესტრუქტურიზაციისა და რებრენდინგის პროექტიდან. საწარმოს პრესსამსახურში მიზეზების შესახებ არ საუბრობენ.